archikoG1nikaჰო იყო შემოთავაზებები გახსენი ფირმაო

)) ეხლა ისედაც გაჭირვებულ ხალხზე ფული აკეთო მაგარი შემოთავაზებაა

გამარტივებული წარმოების დროს აუცილებლად უნდა მიხვიდე აღსრულებაში და დაიწეროს განცხადება, რომ არ ეთანხმები, სასამართლოში ისე არ წავა საქმე, ეს გამარტივებული წარმოება უბრალოდ ფულის ზედმეტად დაკისრებაა რა მეტი არაფერი, საერთოდ არაფერს არ წყვიტავს თუ მიხვედი და გაასაჩივრე. სასამართლოში კი რაც უნდა ილაპარაკოთ იცით და დავწერე, სასამართლო ჩვენთვის რომ ვთქვათ ეხლა გამოსავალს გვთავაზობს ესეთს ანუ შედეგს მივიღებთ პუნქტებად:
1. პირგასამტეხლოების ჩამოწერა ნაწილობრივ/მთლიანად (სიტუაციას გააჩნია)
2. გადანაწილება მდგომარეობიდან და გამომდინარე
1 პუნქტი ხდება შემთხვევების 90%, აქ გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი, კეთილსინდისიერი უნდა იყო და მამაძაღლი მოსამართლე არ უნდა შეგხვდეს, მოკლედ საქმე რაშია, როცა აღებულ თანხას აღიარებ მოსამართლესთან, უმეტეს შემთხვევაში შენს მხარეზე დგება და გიცავს არაკეთილსინდისიერი მევახშეებისგან, თუ თქვენ ამ ძირ ვალსაც არ აღიარებთ აი მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ ყველაფერი, აბა როგორ როცა სესხს იღებდი თანხა ხომ შენი ამორჩეულია? ამიტომ ეს საქციელი არ გაგივათ, როდესაც სესხს აღიარებ ხოლო პირგასამტეხლოებს და კატასტროფულ პროცენტებს არა - მოსამართლე კანონით იხელმძღვანელებს და ჩამოჭრის ყველა არაკანონიერ პროცენტებს, პროცედურულადაც აღწერილი მაქვს სასამართლოს მიმდინარეობა ამიტომ გადაიკითხეთ, პროცესის დროს მოსამართლე რამდენჯერმე შემოგთავაზებთ მორიგებას, შეგიძლიათ დათანხმდეთ შეგიძლიათ განაგრძოთ პროცესი, მაგ: თუ ძირი 500 ლარია საწყისი პროცენტი 50 ლარი, დაგერიცხათ პირგასამტეხლოები 2000 ლარამდე მთლიანად, და გთავაზობთ 700 ლარის გადახდას სულ ძირიან პროცენტიანად, ჩემი აზრით უნდა დათანხმდეთ, ნუ შეგექმნებათ ილუზია რომ მხოლოდ 500 ლარ ძირ თანხაში გამოხვალთ, მოსამართლე რაღაცას მაინც დაგაკისრებთ. ეხლა პროცესის ბოლო აღვწეროთ, როდესაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას და დამთავრდება სასამართლო, მოსარჩელეს ანუ მევახშეს სრული უფლება აქვს თქვენ გაუფრთხილებლად წავიდეს და აღსრულებას დაავალოს თანხის ამოღება, ამიტომ პროცესის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოართვით მის ადვოკატს საკონტაკტო ტელეფონის ნომერი, რომ შეუთანხმდეთ თანხის გადახდის ფორმაზე და დროზე, თორე ჩემნაირად მოგივათ 1 დილით გაიღვიძებთ და ყველაფერს ყადაღა ედება. თანხის მთლიანად გადახდას თუ ვერ ახერხებთ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ და მევახშეც არ მოდის მორიგებაზე, შეგიძლიათ გაასაჩივროთ 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილებიდან, ანუ შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში, რომ ერთიანად ვერ იხდით ამ თანხას და ეგ ცალკე პროცესია მოკლედ

მანდამდე არ მივსულვარ თუმცა დაახლოებით იგივე თემაა უბრალოდ ახალი პროცესია რა. (ესეც მეორე პუნქტი)
P.S: დაიმახსოვრეთ
ყველაზე მთავარი და ნომერი 0 წესი : ნუ გაქვთ ილუზია რომ ვინმეს გადააგდებთ - ვერავის ვერ გადააგდებთ და არავის არაფერი შერჩება ამ ქვეყანაში, გადახდა მაინც მოგიწევთ, ჩამოფრინდით ციდან ვინც გადაგდებით ხართ დაკავებული.
ხოლო ვინც უნებურად მოხდა ამ პირამიდაში უბრალოდ წაიკითხეთ

1. სასამართლოს სარჩელის მIღების შემდეგ გამოუცხადებლობა/შესაგებლის არ შეტანა = მოსარჩელის (მევახშის) სიმართლეს, უხეშად რომ ვთქვათ მოსამართლე ყველაფერს გაუპრავებს და 2000 რომ თქვას დაუკმაყოფილებს მოთხოვნას.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის კასტრირების კანტორა, ნუ გეშინიათ რომელიმე დაწესებულებაში მისვლა და ლაპარაკი, არავინ შეგჭამთ და ყველაზე მთავარი, უარესი მაინც არ იქნება თქვენი ქმედებებიდან

3. სასამართლოში საქმეების უმეტესობა ონლაინ სესხებზე წყდება მოქალაქის სასარგებლოდ.
4. თუ არ გინდათ პრესში გავლა გადაიხადეთ დროულად.
5. არ ინერვიულოთ არ გაინადგუროთ თავი ზედმეტი ნერვიულობისგან, გულდასმით წაიკითხეთ მოიძიეთ ინფორმაციები და განათლდით არ დაგეზაროთ, ყველაფერი გაცილებით მარტივია.
6. გახსოვდეთ/ თქვენს საშველად არავინ მოვა, საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოთ !