სალამი ხალხს!
მოკლედ საინტერესო ამბავი ხდება ჩემ თავს. ipuli.ge მოგეხსენებათ ალბათ ყველას - მანდ ავიღე სესხი 2016 წლის დასაწყისში(ძირი 300 ლარი). ორჯერ მოვახერხე გადავადება - 59 ლარის ოდენობით(ჯამში 118 ლარი). მერე სამწუხაროდ ფინანსურად დემენძრა და შემეტენა პროცენტებიან იმიან ამიანა ყველაფერი. ერთ მშვენიერ დღესაც სახლში მომადგნენ, როცა სახლში არ ვიყავი და დედაჩემს დაუბარეს ესე და ესეო. დაგვირეკოს და გრაფიკს შევუდგენთო.
გრაფიკის გაკეთებაში ცალკე 50 ლარი გადაგვახდევინეს, თვითონ გრაფიკი კი მგონი 4 ან 5 თვეზე იყო განაწილებული ზუსტად არ მახსოვს. მოკლედ ეს ყველა თანხა გადახდილი იყო დედაჩემის მხრიდან, სავარაუდოდ payboxზე ან tbcpayზე.
ჰოდა ეხლა იწყება მთავარი ამბავი. დაახ. ერთი წლის წინ დამირეკეს პრობლემური აქტივების ბიუროდან, ipuli.geში სესხი გერიცხებათ 89 ლარის ოდენობითო(ეს 89 ლარი იყო ყოველთვიური შენატანი). მეთქი რაღაცა ტექნიკური პრობლემაა აშკარად, თორემ ეს ვალდებულება ბოლო თეთრამდე დედამ გადამიხადათქო. იქიდან იყო პასუხი, რომ ბოლო ჩარიცხვა არ ფიქსირდება, რაც მოგეხსენათ ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ ორი წლის დაგვიანებით დარეკვა რას გავს თქვენც კარგად ხვდებით

პირველ ზარზე ისე დავიშალეთ, რომ ipuli.geსთან მიიწერებოდა დეტალურ ტრანზაქციებზე და შემდეგ გამაგებინებდა, რამდენად რეალური იყო ეს პრობლემა.
შემდეგი ზარი განხორციელდა დაახ. 4 თვის დაგვიანებით და აწ უკვე 300რაღაცა ლარის დავალიანებით

კიიიდევ ვუთხარი რომ ახლა უკვე მაართლა რაღაცა ეშლებათ - დამალაპარაკეს მენეჯერი, რომელმაც კიიიდევ იგივე მითხრა, რომ მიიწერება აიფულის იურიდიულ სამსახურში და გამოითხოვს ჩემს მთლიან საქმეს. გადის კიდევ რამდენიმე თვე და ეხლა რიგითი მარიამი მირეკავს ყოველდღე ერთიდაიგივე ტექსტებით, რომ ამხელაზე არ გავაჭიანურებდი ამ საქმეს და მიჩივლებენ სასამართლოში. 15 წუთის წინ ველაპარაკე ბოლოს და ვეხვეწები - ლიჟბი თქვენი ხმა აღარ გავიგო და გთხოოოვთ მიჩივლეთ და გავარჩევ საქმეს მოსამართლესთან თუ იმას ვერ დავარწმუნებ ჩემს სიმართლეში(და ალბათ ვერ დავარწმუნებ, რადგან არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს ხელთ, შეუძლებელია 2016 წლის ფეიბოქსის ჩეკის შენახვა თუ ფოტოს არ გადაუღებ), მაშინ გადავიხდი. მაგრამ აგრძელებს, რომ ყოველდღე დამირეკავს და შემაწუხებს მაინც, ისევე, როგორც მე ვაწუხებ ამ ვალდებულებით აიფულს.
ჰოდა თუ აქამდე წაიკითხეთ, ამ საქმის რაიმე შესაძლო განვითარების გზები როგორ გესახებათ? ამ ეტაპზე არც ფინანსურად აღარ მიჭირს და 89ლარის კიარა 300რაღაცის გადახდაც შემიძლია, მაგრამ პრინცილურად არ ვაღიარებ და მკაფიოდ ვუმეორებ სატელეფონო საუბარში, რომ თუ რამე გრაფა აქვთ დააფიქსირონ ჩემი წინააღმდეგობა გადახდაზე.
ჰო ისა, მართალია მაშინ დარღვეული იყო გადახდის გრაფიკი, როცა სახლში მომადგნენ, მაგრამ ბოლოს რომ დავითვალეთ - 300 ლარიან ძირზე 670 ლარი გამომივიდა გადახდილი