მოკლედ ასეთი ამბები მაქვს.
სესხი გამიხდა ხანდაზმული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ანუ 3 წელი გავიდა... ჰოდა მაინც მომდის სმს-ები გადაიხადეო.
ჰოდა დღეს დავურეკე, 3 წელი გავიდა ბოლო გადახდიდან და სესხი ხანდაზმულია და მაინტერესებს რაღას მთხოვთ თქო?
-არაო, სესხი ხანდაზმული არაა რადგან სასამართლოში შევიტანეთ 2 წლი წინაო, და მანდ რომ შეგვაქ სესხის ხანდაზმულობის ვადა ჩერდებაო? (ეს მართალია?)
- მე როგორც ვიცი, ბოლო გადახდის შემდეგ 3 წელი რომ გადის ხანდაზმული ხდება თქო და სასამართლოში შეტანა მაგას ვერ აჩერებს თქო... და მითუმეთეს არანაირი ფურცელი არ მიმიღია სასამართლოდან თქო რომ შესაგებელი შემეტანა ან მსგავსი თქო...
-ფურცელი რომ ვერ მიიღეთ 2 წლის წინ ვერ გიპოვეს და გადმოგცეს და მაგიტომო, თორე საჯაროდ შეგიძლია მიბრძანდეთ და იკითხოთ და ნახავთ რომ თქვენი საქმე სასამართლოშიაო...
-კარგი ვთქვათ ასეა და ვერ მომაგნეს, ვერც სმს მომწერეს (მითუმეტეს საჯარო სამსახურში ვმუშაობ) და წერილი ვერ ჩამაბარეს თქო, როდის არის სასამართლო ჩანიშნული თქო?
-ჯერ არ არის ჩანიშნული საერთოდო...
-რატო, 2 წლის წინ არ შეიტანეთ თქო?
-კი მარა ეტყობა ბევრი საქმეები აქვთ ჯერაო, მარა ჩაინიშნება აუცილებლადო
-ჩაინიშნება და მოვალ და ვიტყვი რომ ხანდაზმულია თქო და 3 წელია გასული თქო და მორჩება სასამართლოც თქო
-არა როგორც გითხარით, სასამართლოში რადგან უკვე შევიდა და ეს არ არის გამარტივებული აღსრულებაო, სესხის ათვლის დრო გაჩერებულია და თქვენი სესხი 1 წლის ვადისაა მხოლოდ და არა 3 წლის, რადგან 2 წლის წინ შევიტანეთ სასამართლოშიო...
-ე.ი. მაგ ლოგიკით 10 წლის მერე სასამართლო რომ გაიმართოს, მაინც გაიმართება თქო და ხანდაზმული არ იქნება სესხი თქო?
-კი მასეაო.
-კარგით დაველოდოთ მაშინ სასამართლოს თქო.
რამდენად სიმართლეა ეს ყველაფერი? აფერისტობს ხო?

ვადა იყინება სესხის სასამართლოში შეტანის დროს? და 1 წლის იქნება სესხი სულ და ხანდაზმული ვერ გახდება? მითუმეტეს რომ სასამართლო არაა ჩანიშნული და მე არაფერი ფურცელი არ მიმიღია.