
~საქართველოს ბანკმა~ ახალი გუნდი წარადგინა
თბილისი. 15 ოქტომბერი ~ინტერპრესნიუსი~ - ~საქართველოს ბანკის~ მენეჯმენტის ახალი სახეები სხვა კომერციული ბანკების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პირები არიან.
ახალი გუნდი საზოგადოებას დღეს ~საქართველოს ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა წარუდგინა. ცვლილებები ~საქართველოს ბანკთან~ ერთად, უკრაინასა და ბელორუსში მის ბანკებსაც ეხება.
მიმდინარე წლის 15 ნომებრიდან ~საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ~თიბისი~ ბანკის გერენელაური დირექტორის ყოფილი მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე დაიკავებს. გეგეშიძე მოადგილე კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში იქნება.
ამ პოსტზე, არჩილ გეგეშიძე რამაზ კუკლაძეს შეცვლის, რომელიც საქმიანობას ~გაერთიანებულ ტელეკომში~ გააგრძელებს. ამავე დროს იგი ~საქართველოს ბანკის~ მფლობელობაში მყოფი სადაზღვევო კომპანია ~ალდაგი ბისიაის~ სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება.
გარდა ამისა, ~საქართველოს ბანკში~ ახალი პოზიცია გენერალური დირექტორის მოადგილე საერთაშორისო საბანკო საქმიანობის დარგში. ამ პოსტს ~ვითიბი ბანკ ჯორჯიას~ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია დაიკავებს. იგი ~საქართველოს ბანკის~ საერტაშორისო საბანკო ოპერაციებს უხელმძღვანელებს და დაიკავებს ბელორუსის ~ბნბ~ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარის თანამდებობას. იგი ასევე უკრაინული ~ბგ ბანკის~ სამეთვაყურეო საბჭოს წევრი იქნება. ~ბნბ~ ბანკის გენერალური დირექტორი კი, კოტე წერეთელი დაინიშნება, რომელიც მანმადე ~საქართველოს ბანკის~ საცალო საბანკო საქმიანობის თანადირექტორი იყო. ~ბნბ~ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ კი, სეიდ დევდარიანი დაინიშნა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მიმართულებით საქმიანობას გაუძღვება.
ირაკლი გილაურის განცხადებით, საქართველოს ბანკში ამ ცვლილებებით მენეჯმენტი ძლიერდება. მენეჯმენტის გაძლიერება კი, მოსალოდნელი საბანკო აქტივობის ზრდითაა გამოწვეული.
~ჩვენ ველოდებით საბანკო აქტივობის ზრდას, შესაბამისად გვინდა რომ ამ ზრდას მომზადებულები შევხვდეთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ამ ცვლილებებისა~, - განაცხადა გილაურმა.
გარდა ამ ცვლიელებებისა, ბანკში რამდენიმე შიდა გადაადგილებებიც განხორციელდა.
გარდა ამისა, ~საქართველოს ბანკის~ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს BთA ბანკი საქართველოს ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჭილაძე.
This post has been edited by climber on 15 Oct 2009, 12:29