დავიწყებ ჩვეულებრივი პარამეტრებით:
ბარათის მოქმედების ვადა - 2 წელი
საშეღავათო პერიოდი - 55 დღე (კლასიკური გრეისი, განაღდებაზეც და გადახდაზეც)
ლიმიტის ვალუტა - ერთ–ერთი: ლარი / აშშ დოლარი / ევრო
თუ უკვე გაქვთ საქართველოს ბანკის რომელიმე საკრედიტო ბარათი და გსურთ American Express ბარათის აღება, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არსებული ბარათი ისე რომ ლიმიტის გადაფარვა მოხდება ამექსიდან. ანუ არ მოგიწევთ თანხის შეტანა და ათვისებული ლიმიტის განულება.
ახლა კი საინტერესო რაღაცეები
დაჯილდოვების პროგრამა Membership Rewardsპროგრამაში გაწევრიანების შემდეგ, ყოველ დახარჯულ ლარზე თქვენ დაგერიცხებათ ვირტუალური ქულები, რომლებიც შეგიძლიატ გამოიყენოთ საჩუქრების მისაღებად. გადახდისას თითო ლარზე დაგერიცხებათ 1.5 ქულა, ხოლო განაღდებისას 0.5. ქულა.
პროგრამის სრული მართვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკიდანაც – ანუ შეგიძლიათ ნახოთ ქულების რაოდენობა, დაათვალიეროთ კატალოგი და შეუკვეთოთ საჩუქრები. კატალოგი www.americanexpress.ge-ზეც არის განთავსებული.
ამჟამად მოქმედებს პრომო აქცია რომლის ფარგლებშიც პროგრამაში გაწევრიანებულ კლიენტებს ვჩუქნით 1000 და 2000 ქულას.
SelectsSelects არის ფასდაკლებების და სხვა სახის შეღავათების ლოკალური და საერთაშორისო პროგრამა. მხოლოდ American Express ბარათით გადახდისას მიიღებთ ექსკლუზიურ შემოთავაზებებს რჩეულ რესტორნებში, მაღაზიებში და ა.შ., როგორც საქართველოში, ასევე ყველა ქვეყანაში სადაც ამექსი არის შესული.
დაზღვევაბარათის მფლობელები დაზღვეული იქნებიან სამოგზაურო დაზღვევით, რომელიც არის 2 წლიანი და აკმაყოფილებს შენგენის ქვეყნების ვიზის მიღების პირობებს.
ბარათს აგრეთვე მოყვება შენაძენის დაზღვევა და ბარათის არაკეთილსინდისიერად გამოყენების დაზღვევა.
დამატებითი ბარათითქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ დამატებითი ბარათი ახლობელი ადამიანისთვის და გაუზიაროთ მას ბარათის ყველა უპირატესობა, დაზღევვის ჩათვლით. აგრეთვე ბევრად სწრაფად შეძლებთ Membership Rewards ქულების დაგროვებას.
ტურისტული მომსახურებაAmerican Express Gold ბარათების მფლობელებს, American Express Travel Services ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს და მომსახურებას. American Express Gold ბარათით გადახდისას კლიენტები სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით და ფასდაკლებებით.