მოგესალმებით
პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ თქვენი უკმაყოფილების გამო,
თუმცა არ ვიზირებ.
იმისათვის, რომ ამონაწერი მეილით მიიღოთ, აუცილებელია - დარეკოთ სატელეფონო ცენტრში და დაასახელოთ კოდური სიტყვა. ასეთ შემთხვევაში, უმალ მიიღებთ ამონაწერს ქართულ ენაზე, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. მერწმუნეთ კოდური სიტყვის გარეშე ვერც თიბისი მოგცემთ ამონაწერს (პირადად გადავამოწმე 5 წუთის წინ).
რაც შეეხება ამონაწერს ინგლისურ ენაზე:
1. თიბისი ბანკი და ჩვენ (ბანკ რესპუბლიკას ვგულისხმობ) ვმუშობთ ერთი პროგრამით, შესაბამისად მერწმუნეთ 10 წუთში ვერ მოგცემდნენ იმ ამონაწერს რასაც მართლა "ინგლისური" ქვია. "ვითომ ინგლისურ" ამონაწერს, სადაც მხოლოდ ანგარიში, სახელი გვარი და დებეტ/კრედიტი წერია ინგლისურად, იმას ჩვენს მოგცემდით 10 წუთში.
2. მართლა ინგლისური ამონაწერი, რომ მიიღოდ, სადაც დანიშნულება და დამატებითი ინფორმაცია წერია ინგლისურად, ამისთვის საჭიროა, თიბისი იქნება ეს თუ ბანკი რესპუბლიკა, წინასწარ გააკეთოთ განაცხადი და რაღაც პერიოდის შემდეგ დაგიბარებენ, ჩვენთანაც და თიბისიშიც (ამაშიც პირადად დავრწმუნდი 5 წუთის წინ) ამონაწერის მისაღებად.
3. რაც შეეხება ინგლისური ამონაწერის დისტანციურად გადმოგზავნას, თქვენ როგორც მოიწერეთ, თიბისის ოპერატორმა გითხრათ, რომ მის მისაღებად უნდა მიბრძანდეთ თქვენთვის მოსახერხებელ უახლოეს ფილიალში. იგივე გითხრათ ჩვენმა ოპერატორამაც.
4. საკომისიოს თემასაც მინდა შევეხო - მერწმუნეთ, ყველა ბანკი ამა თუ იმ მომსახურებაში იღებს საკომისიოს და ეს მათი გადასაწყვეტია ინდივიდუალურად. თქვენი გადასაწყვეტია კი რომელ ბანკს აირჩევთ. ხარჯებს ვერსად ვერ გაექცევით, რადგან ბაკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ზოგადათ მაღაზიაშიც რომ მიხვიდეთ, საკომისიოს გარეშე ანუ უფასოდ არავინ არსად მოგემსახურებათ. სამწუხაროდ ასეა

მადლობა წერილისთვის, რადგან თქვენი დახმარებით შევძელით შემდეგი ხარვეზების აღმოფხრა: 1. მომავალში სატელეფონო კოდის დასახელების შემთხვევაში, ჩვენც მივიღებთ შეკვეთას ინგლისურ ენაზე ამონაწერის მიღების შესახებ და ამ წუთიდან უკვე ვღებულობთ;
2. სამი დღე მართლაც ბევრია და ამ დღეების რაოდენობას იმ კვირიდან შევამცირებთ - მაგის პირობასა გაძლევთ.
ვიმედოვნებ, ცოტათი მაინც შევძელი თქვენი გადარწმუნება და მომავალში ჩვენ განვაგრძობთ საქმიანურთიერთობას!
ასევე თქოვნა მექნება თქვენთან, შენიშვნები გთხოვთ ჩვენ თემაში დააფიქსიროთ, მეწმუნეთ ყოველდღიურად ვნახულობთ და შესაბამის რეაგირებასაც ვახდენთ.
მადლობთ რომ სარგებლობთ, დღეს ჩვენი მომსახურებით