ეს არის მარტივი ფსიქოლოგიური პრობლემა. ბავშვობიდან მიგვაჩვიეს, რომ ფულის სრული დენომინაციები (1, 2, 5, 10 და ა.შ.) უნდა იყოს ქაღალდის, ხოლო მისი წილადები (0.5, 0.2, 0.1 და ა.შ.) - რკინის. ამის მიზეზი არის ადრეული ურთიერთობა საბჭოთა მანეთებთან და შემდეგ უკვე აშშ დოლარებთან, სადაც 1-დან 100-მდე დენომინაციები ტრადიციულად ქაღალდისაა.
ამასთან, არის ბევრი ქვეყანა, სადაც ადგილი აქვს გადახრებს, და არა მხოლოდ ჩვენნაირს. მაგალითად ეგვიპტეში და სხვა არაბულ ქვეყნებში, 1/2 ფუნტი ქაღალდის ფული იყო დიდი ხნის განმავლობაში (ანუ ჩვენებურად 50 თეთრი). და მაგალითად პირიქით მაგალითი, ისრაელი, სადაც 1 2 5 და 10 შეკელი ლითონის მონეტაა ხურდა ფულ აგორასთან ერთად (1$=4შეკელი დაახლოებით).
ასე რომ, როგორც ყველაფერ ფსიქოლოგიურს, ამასაც მივეჩვევით მალე და აღარც გაგვახსენდება. მთავარია, ეროვნულ ბანკს ამ საქმის პიარ-ნაწილი არ გამოეპაროს და მოსახლეობას შიში არ ჩამოუყალიბდეს, რომ ეს მონეტები რაღაცით სხვაა ვიდრე ქაღალდი. ასეთ დროს, მაგალითად ისრაელი მოიქცა ასე: ქაღალდის ფულზე გამოსახული პორტრეტები გადაიტანა მონეტებზე და ხალხს ლოგიკური კავშირი შეუნარჩუნდა ბანკნოტასა და მონეტას შორის.
ხო, და რაც მთავარია: კრიზისი აქ არაფერ შუაშია - ეს უბრალოდ მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ასე ბოლო ათეულობით წელია ხდება