წინასაახალწლო რჩევები GeorgianBanks.com-ისგან
რჩევა I - ვინც კრედიტის აღებას აპირებს
GeorgianBanks.com-მა წინასაახალწლოდ მცირე კვლევა ჩაატარა - რომელ ბანკში შემოგთავაზებენ უკეთეს პირობებს კრედიტის აღებისას? აღმოჩნდა, რომ საახალწლოდ სესხი ყველაზე დაბალპროცენტიანი და მომგებიანი ბანკ ”რესპუბლიკაშია”. ამ ეტაპზე ”რესპუბლიკა” ბანკის მიერ გამოცხადებული 13,95%-იანი სამომხხმარებლო სესხების აქცია საუკეთესო ვარიანტია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აქცია ძალაშია მხოლოდ დეკემბრის ბოლომდე. სესხის აღების პირობები:
სესხის მაქსიმალური მოცულობა - უზრუნველყოფის გარეშე 30,000 ლარი;
უზრუნველყოფით 50,000 ლარი;
საპროცენტო განაკვეთი 24 თვემდე 13.95%;
25–დან 36 თვემდე 14.95%;
რაც შეეხება აქციების ფარგლებს გარეთ არსებულ საუკეთესო ვარიანტს, დღეისათვის ბაზარზე ასეთი ”ვითიბი ბანკი ჯორჯია” და მის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო სესხია 15%-ად. სესხის პირობები:
სესხის მინიმალური თანხა - 400 ლარი;
სესხის მაქსიმალური თანხა - 30,000 ლარი;
სესხის ვადა - 36 თვემდე;
სესხის ვალუტა - ლარი, აშშ დოლარი, ევრო;
უზრუნველყოფა არ მოითხოვება
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ”ვითიბი”-ში სესხის აღებამდე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ წინასწარ გაიგოთ, კრედიტის აღებისას, რა საკომისიოების გადახდა მოგიწევთ, როგორი იქნება წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ყოველთვიური შენატანების ოდენობა. დღეისათვის ”ვითიბი ბანკი ჯორჯია” ერთადერთია ბაზარზე, რომელსაც წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლის სრულყოფილი კალკულატორი აქვს საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული. იხ. ბმული.
http://ge.vtb.ge/calculators/effective_calculator/ რჩევა II - ვისაც კრედიტი უკვე აღებული აქვს
თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც სესხი უკვე აღებული აქვთ წლიურ 13.95%-ზე ძვირად, მაშინ ბანკს პროცენტის შემცირება მოთხოვეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტის ასაღებად ”რესპუბლიკას” ან ”ვითიბი ბანკს” მიმართეთ, სადაც აღებული სესხით არსებულს გადაფარავთ. გახსოვდეთ, კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, სესხის დარჩენილი დასაფარი ძირის 2%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა მოგიწევთ. GeorgianBanks.com-ის რჩევის გათვალისწინებით თქვენ გეძლევათ ორი მომგებიანი ვარიანტი:
1. თქვენი ბანკი შეგიმცირებთ საპროცენტო განაკვეთს;
2. თქვენ ისარგებლებთ "ვითიბის" ან ”რესპუბლიკა” ბანკის უფრო დაბალ პროცენტიანი სესხით.
გაფრთხილებთ, რომ კრედიტის აღებამდე კარგად გაეცანით ხელშეკრულებას და არ მოაწეროთ ხელი ბრმად! მოითხოვეთ თქვენთვის საზიანო მუხლების ამოღება ან დაკორექტირება.
იხ. ”ვითიბი ბანკის” სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებაში არსებული ფარული რისკების ანალიზი.