Gn1Daრა სახის დახმარება გინდა? როგორ და რისთვის გინდა საკრედიტო არ დაგიწერია, არადა მაგაზეა დამოკიდებული ყველაფერი.
რახან ლიბერტიში გერიცხება ხელფასი ყველაზე უპრობლემოდ ლიბერტი მოგცემს საკრედიტოს. ამას გარდა კიდევ 2 საკრედიტოა ბაზარზე რომელიც ყურადღებას იმსახურებს - სბ-ს ამექსები და ტბს - პრაიმ ქარდი და ტბს ქარდი.
+--ები
ლიბერტის მეჯიქ ქარდი:
+ ადვილად მოგცემენ ყოველგვარი ამონაწერებით და ცნობებით სირბილის გარეშე (რახან ლიბერტიში გაქვს სახელფასო)
- არანაირი ქეშბექი და ქულები არ გერიცხება
- სავარაუდოდ ყველგან შეიძლება ვერ გაატარო. ლიბერტის პოსები იშვიათია და დანარჩენი ვინ ატარებს მაგას და ვინ არა მე პირადად არ ვიცი
- თანხის შეტანა მხოლოდ ს/ც-ში ან გადარიხცვით
სბ - ამექს ბლუ
+ ყველაზე იაფია 25 ლ ერთი წელი
+ ქეშბექი მინიმუმ 1% დახარჯულ თანხაზე
+ ფართო ქსელი პოსების
+ ფასდაკლებები ბევრ მერჩანტთან
+ თანხის შეტანა ავტომატური ტერმინალით შესაძლებელია
- ფასიანი ინეტბანკი რომლის აღებაც მოგიწევს რომ ხარჯები აკონტროლო რახან სბ-ს კლიენტი არ ხარ
- მხოლოდ ლარში შეიძლება აღება
ტბს
+ პირველი 3 თვე მხოლოდ მინიმალურ ნაშტს ფარავ(შეეხება მხოლოდ პრაიმს და მხოლოდ აღებიდან პირველი 3 თვე)
+ ირჩევ დიზაინს მათ შორის შენი საკუთარი სურათიც შეგიძლია გამოიყენო (ზოგისთვის გადამტვეტი პლიუსია

) - ესაც მხოლოდ პრაიმ ქარდზე
+ გეწერება დახარჯულის მინიმუმ 0.5% ქულებად (ოღონდ აქ შეზღუდვაა - ბარათი უნდა გატარდეს ტბს პოს-ში რომ ქულები დაგეწეროს
+ ფართი ქსელი პოსების
+ ფასდაკლებები ბევრ მერჩანტთან (მხოლოდ პრაიმ ქარდი)
+ თანხის შეტანა ავტომატური ტერმინალით შესაძლებელია
- ფასიანი ინეტბანკი რომლის აღებაც მოგიწევს რომ ხარჯები აკონტროლო რახან ტბს-ს კლიენტი არ ხარ
ნუ კიდევ შეგიძლია ბაზისბანკის მეგობარათს შეხედო:
+ ბარათი უფასოა
+ ინეტბანკის საინორმაციო პაკეტი უფასოა (მარტო ნაშთებს ათვალიერებ, გადარიცხვა არ მოსულა)
+ შეიძლება საკუთარი თანხების განთავსება და მცირე სარგებელი გეწერება
+ დახარჯულის თანხის ნაწილი გიბრუნდება უკან მაგტიზე ან ჯეოსელზე უფასო სალაპარაკო დროს სახით
- უჩიპოა და შედეგად უფრო ნაკლებად უსაფრთხო
- თანხის შეტანა მხოლოდ ს/ც სალაროში
მოკლედ დიდი თანხები ტრიალს თუ არ აპირებ, ჩემი რჩევაა ლიბერტისავე აიღე. თუ თვეში 1500-2000 ლარის გახარჯვას აპირებ მაშინ აზრი
აქვს სბ-ს ან ტბს-ს შეხედო. რომ ქეშბექებმა გადაწონოს ის ხარჯი და ზედმეტი სირბილი რაც ცნობების შეგროვებას, ზედმეტი სერვისების აღებას (ინეტბანკი) და შემდეგ თანხის ლიბერტიდან შესაბამის ბანკში გადმოტანას უკავშირდება.
ჰო შეფასებისას არ მიმიქცევია ყურადღება თანხის განაღდების საკომისიოზე. თუ ეს აქტუალურია შენთვის მაშინ პირველ რიგში მაგის განაკვეთები ნახე და ისე გადაწყვიტე.