ბიზნეს სესხს რომელი ბანკი მომცემს ესეთ სიტუაციაში:
მოკლედ ვითარება ეგეთია რომ გვაქვს კავშირი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, არა შპს, არამედ კავშირი NGO სადაც წესდებით შეგვიძლია კომერციული საქმიანობა მაგრამ მოგებას არ ვინაწილებთ არამედ ორგანიზაციის განვითარებაში ვაბრუნებთ, ხელფასები გვაქვს როცა გრანტია, მანამდე გამომუშავებაზე. ვმუშაობთ 2000 წლიდან და საწარმოს განვითარებისთვის გვინდა ბიზნეს სესხის აღება.
ბანკში ესეთი რაღაც მითხრეს რო თუ ხელფასი არ გაქვთ ვერცერთ ვარიანტში სესხს ვერ გავცემთო.
არადა ყველა ბანკს უწერია ბრუნვის გასაზრდელად თუ გინდათ გავცემთო, არადა რაღაცატო ხელფასზე აქვთ მიბმული ნაგვის გადასახადივით

მოკლედ მარტივად რო ვთქვა ესეთი სიტუაციაა, სტაჟი გაქვს 2000 წლიდან, კლიენტები გვყავს, მასალების შეძენა გვინდა რო ახალი პროდუქციები გამოვუშვათ. მიწის ნაკვეთსაც დავაიპოთეკებ. ბრუნვა ძალიან დაბალი იყო წინა წელს და რო გავზარდოთ მაგისთვის გვჭირდება სესხი.
სად მივიდე რომელ ბანკში რო ბიზნეს სესხი ავიღო. სამ ბანკში ვიყავი და ყველამ უარი მითხრა იმ მიზეზებით:
1. ბრუნვა გქონდათ წინა წელს დაბალიო (არადა ბრუნვის გასაზრდელად გვინდა სესხი)
2. ხელფასები არ გაქვთ და ჩვენ ხელფასის მიხედვით ვსაზღვრავთ გადახდის უნარიანობასო( არადა სესხის მერე ხელფასებიც გვექნება და მოგებაც ნორმალური და აღარც მარტო გამომუშავებაზე ვიქნებით) რაც არუნდა დააიპოთეკოთ მაინც ხელფასია მთავარიო
3. რადგან კავშირია არასამეწარმეო ანუ მაინც NGO სესხს ვერ გავცემთო
თუ არის შანსი რომ ბიზნეს სესხის გაცემა ბანკმა ცოტა ინდივიდუალურად გაიხილოს და მაინდამაინც სახიშნიკეთ მიკროსაფინანსოში არ დამჭირდეს მისვლა?