"საანგარიშო პერიოდი 05/04/2011 - 05/05/2011
საწყისი ბალანსი 0.00 GEL
ანგარიშზე შეტანილი თანხა 0.00 GEL
ანგარიშიდან გახარჯული თანხა 623.35 GEL
საბოლოო ბალანსი -623.35 GEL
გადახდის დეტალები "
აქ ახსნილია თუ რა ბრუნვები იყო ანგარიშზე 5 აპრილიდან 5 მაისამდე.
საწყისი ბალანსი 0.00 GEL - 5 აპრილს ბარათი სრულად იყო შევსებული.
ანგარიშზე შეტანილი თანხა 0.00 GEL - 5 მაისამდე ანგარიშზე თანხა არ შეგიტანია.
ანგარიშიდან გახარჯული თანხა 623.35 GEL - გაიტანე 623.35 ლარი.
საბოლოო ბალანსი -623.35 GEL - ანუ 5 მაისისთვის ბარათი მინუსშია, ანუ ბარათი რომ სრულად შეივსოს შესატანია 623.35 ლარი და ამ თანხაზე ანგარიშდება მინიმალური.
"გადახდის დეტალები
გადახდის თარიღი 30/05/2011
მინიმალური გადასახადი 89.78 GEL"
მინიმალური დაანგარიშდა 5 მაისს და შეადგენს 89.78 ლარს.
გადახდის თარიღი 30/05/2011 - ეს ნიშნავს მინიმალურის გადახდის ბოლო დღეს. ანუ მინიმალურს იხდი 5 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.
"ძირითადი თანხა 59.59 GEL
დარიცხული პროცენტი – თანხის განაღდება 2.38 GEL
დარიცხული პროცენტი – გადახდები 0.36 GEL
საკომისიო 27.45 GEL "
აქ ნაჩვენებია ეს მინიმალური რისგან შედგება ანუ 59.59+2.38+0.36+27.45=89.78
ძირითადი თანხა 59.59 GEL - 59.59 ეს არის გამოყებენული თანხის ანუ 623.35-ის 10 %. ნუ ზუსტად 10 არაა. 9.6% გამოვიდა შენ შემთხვევაში.
ამექს აქვს 36 % წლიური განაღდებულ თანხაზე (ბანკომატი,სერვის ცენტრი)
და 26 % უნაღდოზე(პოსები, ინტერნეტ გადახდები)
დარიცხული პროცენტი – თანხის განაღდება 2.38 GEL - ანუ ეს არის ნაღდით გატანილზე დარიცხული პროცენტი.
დარიცხული პროცენტი – გადახდები 0.36 GEL - ეს არის უნაღდოთი ათვისებულ თანხზე დარიცხული პროცენტი.
საკომისიო 27.45 GEL - ეს არის განაღდების საკომისიო იმ თანხაზე რაც ქეშად გაიტანე.

ვიმე რა მოცლილი ვარ

))))))))
და კიდევ ინფოს სახით მინიმალურის პერიოდში ანუ 5 მაისიდან 30 მაისამდე იხდი ან მინიმალურს ან ავსებ ლიმიტს სრულად, ანუ შეგაქვს ეს გახარჯული 623.35 GEL და არ გეჭრება მინიმალურში დარიცხული პროცენტი ანუ ეს :
დარიცხული პროცენტი – თანხის განაღდება 2.38 GEL
დარიცხული პროცენტი – გადახდები 0.36 GEL
ჭღრ-პღრ.......
ნამა რშედესთამ? ნამაე? ნაე? ვოეეე :)
ვისაც იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ, ის გრძნობა მაინც გაგაჩნდეთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა ;)