Did_Giorgiშენა კითხვა იცი?

მე პრეტენზიას გამოვთქვავ თუ ვკითხულობ...
შეგახსენებ ვიკითხე
ის რომ ფორუმია და არა ჩატი, ან სკაიპი როგორმე ვიცი (მადლობა რომ იზრუნე ჩემს ინტერნეტ აღზრდაზე, მაგრამ მე თვითონ 3-4 ფორუმი მაქვს და ვიცი ძირითადი პრინციპები), მაგრამ იმავე 4 დღის განმავლობაში საქ ბანკს ქართული ინტერნეტის ფარგლებში აურაცხელი პოსტი აქვს, ზოგი საიტის საკითხის გადაბათილებლად, ან ზოგი საკითხის გასარკვევად...
რაც შეეხება საქართველოს ბანკში მისვლას... შეკაცო რომელი საუკუნეა?

ან რომელი აპარატიდან დაპოსტე ეს პოსტი? იმავე აპარატით ბანკს რა ვერ დაველაპარაკებოდი? მიწერია რომ
ონლაინ კონსულტაციით ქოლ ცენტრს ვესაუბრე... მარა წაკითხვა ხომ უნდა ამას.

აქამდე არ დამიწერია და იმასაც დავწერ რომ სატელეფონო საუბარიც მქონდა ქოლთანაც და სხვა განყოფილებებთან, მთელი უბედურება ისაა რომ პასუხს ვერ ვიღებ და ეგებ და აქ ვინმე შემოვიდე, წყნარად და დინჯად მოფიქრების მერე ეგებ და პაასუხი მოიწეროს მეთქი...
კიდევ ერთხელ ვწერ განმარტებისთვის, ადრე საქართველოს ბანკის ამექსზე დაბლოკილი და არა ავტორიზირებული თანხების ბლოკი იქნებოდა 10 დღეში ყველანაირი ბანკთან კონტაქტის გარეშე, ანუ დეფაულტად და ავტომატურ რეჟიმში, ახლა რატომღაც არ მოხდა ასე და მაინტერესებს რატომ.
ის რომ ეს მეთოდი მუშაობდა 100%-იანი ვიცი, სხვა თუ არაფერი მაგისთვის 30%-იანი ფასდაკლებაც კი მაქვს ერთხელ მიღებული... ერთერთ კომპანიას დავირეკე და რაღაც დავუკვეთე, მივუთითე AMEX-ის ბარათი (ნუ ძველებური სტილით მუშოაბდა კომპანიას, ტელეფონზე დარეკვა და დაკვეთა)... შეცდომით ისე მოხდა რომ დაკვეთის მერე, მეორედ ასე 10-15 წუთში კიდევ მომივიდა მესიჯი დაბლოკვის შესახებ... აღმოჩნდა იმ ამერიკელ ოპერატორს შეცდომით ორჯერ დაუჭერია ავტორიზაციაზე მაუსი...
არ დააჯვიანეს 2-3 წუთში საბოდიშო წერილი მომწერა, უი შეგვეშალა და შემთXვევით მეორეჯერ დავბლოკეთ თანხაო, ჩვენ უკვე მოვხსენით ბლოკი მაგრამ თქვენთან ანგარიშზე 5-დან 10 დღეში გააქტიურდება თანხა და თუ დისკომფორტს გიქმნით ეს საკითხი მოგვეცით ბანკის რეკვიზიტები და დავუკავშირდებით და მოვახსნევინებთ ბლოკსო...
მე ვიცოდი რომ 10 დღეშI ბლოკი მოიხსნებოდა, არც თანხა მჭირდებოდა, და ამიტომაც ქართულ პონტში მივწერე - თვენ ნუ ნერვიულობთ პრობლემა არაა და ვიცი რომ თავისით მოიხსნება ბლოკი 10 დღეში მეთქი... ამ წერილის მერე მივიღე კიდევ ერთი ბოდიშის წერილი ამ გაუგებრობისთვის და თანამშრომლობისთვის და იმისთვის რომ პრობლემები არ შევქმენი 30%-იანი ფასდაკლება მივიღე შემდეგ დაკვეთაზე...
ბლოკი AMEX-ზე 10 დღეში თავისით მოიხსნა ისე როგორც მეც ვიცოდი და ისე როგორც ამერიკელებმაც მომწერეს... და ასეთი რაღაცეები არაერთი მომხდარა... არაერთხელ ავტომატურად მოხსნილა ბლოკი, მაგრამ ამ ბოლო ჯერზე ქოლმა მითხრა რომ ან ავტომატურად 30 დღეში მოეხსნებაო, ან 10 დღის მერე წერილი უნდა მოიწერო რომელიც კომპანიას მოგწერა დაკვეთის გაუქმებაზეო...
ზოგიერთისთვის სასაცილო პრობლემაა, მაგრამ მე მაინტერესებს თუ შეიცვალა წესები როდის და რატომ... გაგეცინებათ და ჩემთვის დისკომფორტია 10 დღის მერე ზედმეტად ვრეკო ბანკში და წერილები ვუგზავნო, მირჩევნია როდესაც ვიცი თავისით მოეხსნება ბლოკი და არც კი ვფიქრობ ამ საკითხზე...
P.S. ამერიკულ AMEX-ზე საერთოდ 3-4 დღეში იხსნება ბლოკი, ებრაულზე (გადმოცემით ვიცი მეგობრისგან რომელსაც ისრაელში აღებული ამექსი აქვს) საერთოდ 3-4 დღეში ავტომატურად და წერილის გადაგზავნის ან დარეკვის შემთხვევაში 2-3 საათიდან 24 საათში...
არ მოვითხოვ ამერიკულ და ებრაულ სტანდარტებს, ვიცი რომ საქართველოში ვარ და ზედმეტად არ ვოცნებობ, მაგრამ ის რაც იყო და მომწონდა მინდა რომ იყოს ისევ

აუ რამოდენა პროსტინა დამაწერინე