ეგ სოლო ქარდზე ვთქვი რომელსაც განაღდების საკომისიო ბანკომატებში აქვს 0% რაც დამეთანხმებით რომ ძალიან კარგია..
გავხდი სოლოს კლიენტიც და ავიღე ამერიკან ექსპრეს გოლდიც. საიდან დავიწყო არ ვიცი. მოდით ვიტყვი რომ თავიდან სოლოს კლიენტი იმიტომ გავხდი რომ ამექს გოლდი ამეღო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით, ნამდვილად კარგი კადრები ყავთ შერჩეული და რაც მთავარია შეფერხებების გარეშე მუშაობენ. რაც შეეხება პროდუქტებს. თვითონ პაკეტში შედის ბევრი წვრილმანი მომსახურებაც: ინტრნეტ ბანკი უფასოდ, სმს ბანკი, კლიენტებს გვემსახურება ცალკე ქოლ ცელნტრი, ცნობები უფასოდ (ხშირად მჭირდება და მიხარია), დიჯი პასი 10 ლარი (ეგრევე ვიყიდე), მუდმივი საგადასახადო დავალება - უფასოდ და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი ყველას. სოლო ქარდთან ერთად მომცეს ვიზა გოლდიც რომელზეც იგივე ბენეფიტები გავრცელდა რაც აქვს სოლო ქარდს, ანუ რეალურად 9000 მაქ დღიური განაღდების ლიმიტი უპროცენტოდ ბანკომატში. ამდენს არ ვხარჯავ მაგრამ მაინც მსიამოვნებს რომ თუ დამჭირდება არ შევფერხდები და ზედმეტ ხარჯს არ გავწევ სერვის ცენტრში განაღდებით. ვადიან დეპოზიტზე +1 პროცენტი (რეალურად ამან ამინაზღაურა ის საკომისიო რაც სერვისსში გადავიხადე წლიური 123.90 ლარი). რაც შეეხება ჩემს პირად ბანკირს, არის ძალიან ყურადღებიანი და კარგად იცის თავისი საქმე. მაქსიმალურად გაუკეთა ჩემს სახსრებს მობილიზაცია, და რაც მირჩია ყველაფრით კმაყოფილი ვარ. თვითონ სოლო ქარდიც მაკვირვებს:
1. შევედი მაღაზიაში, შევიძინე ნივთი სოლო ქარდით და გამყიდველმა ჩემდა გასაკვირად საკმაოდ სასიამოვნოდ აღნიშნა რომ მე მქონდა სოლო ქარდი, როგორც ვხედავ სახელსაც იმკვიდრებს..
2. როდესაც სოლოს ვყიდულობდი, ჩემი დაყოლიების პროცესში პირადმა ბანკირმა მითხრა რომ მომეხსნებოდა რიგების პრობლემა და ყველა ფილიალში მივიღებდი ურიგოდ მომსახურებას, რათქმაუნდა გამეღიმა და ყურადღება არ მივაქციე. საახალწლოდ მოვხვდი ერთ ერთ ისეთ ფილიალში რომელშიც ურიგოდ ჯერ მომსახურება არ მიმიღია იმიტომ რომ დილითაც რომ მიხვიდე უკვე რიგი დგას. გამახსენდა სოლო "პრივილეგია" და ვცადე: მივედი ადმინისტრატორთან, ავუხსენი რომ სოლო ქარდი მქონდა და... 2 წუთში ბანკიდან გამომიშვეს, გაღიმებული და ნასიამოვნები, რა კარგი მენეჯერი ყოლიათ

)
დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი: მეილ ბანკინგი. ძალიან კომფორტული სერვისია, ბევრ ოპერაციაზე აღარც მივდივარ ბანკში, მეილს ვწერ ჩემს პირად ბანკირს და ვიღებ შესაბამის მომსახურებას. მომწონს და მალადეც.
საახალწლოდ საჩუქარიც გამიკეთეს

)) სახლში მივედი და დამხვდა შოკოლადები და ჩარჩოში ჩასმული ძველ ქართული მონეტა. ისე საქართველოს ბანკის თანამშრომლებო ნამდვილია თუ ასლი?
ეხლა რაც შეეხება ამერიქან ექსპრესს. მუშაობს იდეალურად. ნუ განვიცდი ცოტა დისკომფორტს რომ ყველგან ვერ ვიხდი ბარათით, მაგრამ როგორც ვხედავ ინტენსიურად ამატებენ ობიექტებს.. გუდვილი ჩემი ტკივილია, მაგრამ მპირდებიან რომ თებერვლის დასაწყისში გუდვილიც დაემატება. ვნახოთ რა იქნება, ცოტა ხანში საზღვარგარეთაც გამოვცდი ამერიკან ექსპრესს. მაჩუქეს იაპა ქარდიც, იმედია მივიღებ ფასდაკლებასაც. ჩემი მიზანია: მოგზაურობის შესაბამისი ბონუს ქულების დაგროვება

))
მეტს ჯერ ჯერობით აღარ დავწერ, დროთა განმავლოვაში უკეთ გამოჩნდება რამდენად მართალია პირველი შთაბეჭდილებები. ისე არ იქნებოდა ურიგო ამ პროდუქტისთვის უფრო კომპეტენტურ ხალხს გაეხსნა ცალკე თემა, ყველა კითხვაზე ჩემი პირადი ბანკირი რომ არ შევაწუხო.
კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ბანკს, დიდი სურვილი მაქვს რომ ყველაფერი ასევე კარგად გაგრძელდეს