donrobitaწავიკითხე თქვენი მიმოწერა.
ანგარიშის მომსახურების საკომისიოს 69 ლარს რაც შეეხება, ეგ გაცემისას არ ჩამოეჭრებოდა,
სავარაუდოდ ხელშეკრულებაში ამოიკითხა შენმა მეგობარმა. სესხის ვადის მანძილზე ანგარიშის საკომისიოზე
მისამართი ჯამური თანხა ანგარიშდება (ეფექტურის დასაანგარიშებლად) და ისე ეთითება ხელშეკრულებაში,
თორემ თუ ვთქვათ 1 წელში დაფარავს, გადახდილი საკომისიო გამოუვა 12ჯერ ყოველთვიური ოდენობა მხოლოდ.
დოკუმენტაციის წარმოდგენის 10 ლარს რაც შეეხება, ეგეც ეფექტური პროცენტისთვის ეთითება ხელშეკრულებაში,
ანუ კლიენტი რომ იყოს საქმის კურსში კონკრეტულად რა ხარჯებს იღებს სესხით სარგებლობისას.
თორემ 10 ლარი ცალკე არ ჩამოეჭრებოდა სესხიდან. სავარაუდოდ 10 ლარიანი ცნობის მოტანა მოუწევდა რომელიმე ბანკიდან.
სესხის აღების დანიშნულებით გასახსნელი ანგარიში ზოგადად ფასიანია. მხოლოდ განვადებისთვისაა უფასო.
ასე რომ ოპერატორი ვერ შეთავაზებდა ალტერნატივად უფასო ანგარიშს.
რომ იყოს ეგ ალტერნატივა, რა თქმა უნდა ორივე უნდა შესთავაზოს ოპერატორმა და ამის მერე თუ ფასიანს მიყიდის კლიენტს,
თუნდაც ბონუსის არქონის შემთხვევაში როგორც ახსენე და გაგიკვირდა), აქ მე ისეთს ვერაფერს ვხედავ

მაინცდამაინც ბონუსის და პრემის ქონას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ბანკის თანამშრომელი ეცადოს მეტი დამატებითი პროდუქტი მიყიდოს კლიენტს.
ფასიანისა და უფასოს შესახებაც ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდების პირობებში, რა თქმა უნდა. მაგაზე, კი ბატონო, ორი აზრი არაა