უაზრო ლაპარაკი რომ არ გამოვიდეს დავიცადოთ მანამ გაოფიციალურდება ტრანზაქცია მაინც. ჩემამდე მოვიდა ჩერეზ ნაცნობებით ინფო მე მიშვებენ უეჭველიო თუმცა ჯერ რომ გაშვებული არ იქნება ფაქტია შეიძლება ვინმემ მართლა უთხრა წინასწარ შეიძლება უბრალოდ შიშები აქვს. მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრს გაუშვებენ იმიტომ რომ არ დასჭირდებათ და არც იქნება დასაძრახი აქ თიბისი, შენ ფიქრობ რომ უმრავლესობა შეინარჩუნებს ადგილს და იმედია მე ვცდები.
ზოგადად უარყოფითად ვუყურებ ამ ტრანზაქციას და არა იმიტომ ან არამარტო იმიტომ რომ მე ასე მაწყობდა სავარაუდოდ.
მოგებულ-წაგებულები რომ ვნახოთ:
ამით მოგებული რჩებიან პროგრეს ბანკის აქციონერები, რომლებსაც მოგება არ დაუმსახურებიათ,
ასევე ეროვნული ბანკის ის ტიპები ვინც პროგრესზე პასუხისმგებლობას გრძნობენ და არც ისინი არიან ამ "მოგების" ღირსები,
ასევე თიბისის აქციონერები და ტოპ მენეჯმენტი, რომლებმაც დაიმსახურეს, იყო შესაძლებლობა და გააკეთეს,
სოსიეტესთვის დიდად ალბათ აღარც არაფერი იცვლება ნუ ფასი არ ვიცი შეთავაზებების.
დაზარალებულში კი იქნებიან ბანკების მომხმარებლები, რომლებმაც დაკარგეს მესამე ძლიერი ალტერნატივა
ასევე ალბათ ამ სექტორის თანამშრომლებიც, თუნდაც თიბისის, რომლებსაც სხვაგან გადასვლის ალტერნატივა და არგუმენტი მოაკლდათ დამსაქმებელთან და საბანკო კადრების ბაზარიც კიდევ უფრო მონოპოლიური გახდა,
დაზარალებულია ჰუალინგიც რომლებსაც ეროვნულთან შეთანხმება და ფრანგებთან წინასწარი კონტრაქტიც დაერღვა და ფაქტიურად მოტყუებული დარჩა. გასული წლების ერთერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორის მოტყუება კიდევ ზოგადად ეკონომიკას არ აწყობს. თუ არ შეწყვეტენ მინიმუმ ძველ ნდობას და ხალისს დაკარგავენ ამ ქვეყანაში ინვესტიციის. და თუნდაც მიმდინარე პროექტები სენაკის 100 მილიონიანი ქარხნის, ან ამერიკაში წლის ბოლომდე დასაწყები პირდაპირი ავიარეისების თემა როგორ გაგრძელდება გაურკვეველია.
სულ რომ მოვრჩე და დავასრულო ბოლოსდაბოლოს მე ამ თემაზე პოსტვა. იყო რამდენიმე ვარიანტი:
საუკეთესო რომ სოსიეტე არ გასულიყო ან ვინმე სხვა დიდი შემოსულიყო
გაერთიანებულიყო ნებისმიერ პატარა ბანკთან და გამსხვილებულიყო
და ყველაზე ცუდი გამოუვალ სიტუაციაში ეყიდა რომელიმე ადგილობრივ გიგანტს.
ბოლოს კი სრულდება კიდევ ამაზე ცუდი ვარიანტი. გიგანტი ყიდულობს და თან იხდის ტრანზაქციის "საკომისიოდ" პროგრეს ბანკის ზარალს, და კიდევ ამის ფონზე იხარჯება სულ სხვა მსხვილი ინვესტორის ქვეყნისადმი ნდობის რესურსი და ვატარებინებთ და სულ ტყუილად აუდიტსა და დუ დილიჯენს იმ კომპანიაზე რომელსაც საბოლოოდ არც კი ვაყიდინებთ.
ახლა ორი რამღა დარჩა მნიშვნელოვანი გასარკვევი
რესპუბლიკას კადრები მაქსიმალურად შენარჩუნდეს რომ ბაზარს არ მიაწყდეს ასობით უმუშევარი და კიდევ მეორე:
თიბისიმ ლონდონში ახალი აქციები ან მინიმუმ ბონდები მაინც გამოუშვას და ფრანგებისთვის გადასახდელი მილიონობით ევრო შიდა ბაზარზე ლარის კონვერტაციით არ შეაგროვოს თორემ მანდ დაგვენძრა ყველას
This post has been edited by levan666 on 12 Sep 2016, 10:12