ლიბერთი ბანკი წარმოგიდგენთ ახალ აპლიკაციას 'მე-16 მოთამაშე'
'მე-16 მოთამაშე' - ეს არის აქცია საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებენ მონაწილეობას. მათ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დარჩათ გასამართი, რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებთა წინააღმდეგ, შესაბამისად 28 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს.
შეუერთდით ჩვენს აქციას, აპლიკაციის გამოყენებით ჩასვით თქვენი სახე ფოტოში და დააყენეთ იგი პროფილის სურათად. გახდით ნაკრების მე-16 მოთამაშე!!!
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასზე!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზეა დამოკიდებული'პატრიოტი ქომაგი რაგბის' ანაბრის საბოლოო საპროცენტო განაკვეთი:
1 მოგება - ჯამში წლიური 17%
2 მოგება - წლიური 21%
ჯგუფიდან გასვლა - წლიური 26%
მსოფლიო თასის მოგება - წლიური 39%
ლიბერთი ბანკი წარმატებას უსურვებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!