LIBERTY BANKმეც მაინტერესებს ერთი რაღაც :დ
მოკლედ, პარასკევს გავხსენი ანაბარი, ვადიანი.
ანგარიშზე მედო თანხა, გამოტანის გარეშე, პირდაპირ ანაბარზე გადავატანინე.
ხოდა ვფიქრობდი, წინასწარ გამოვიტან პროცენტს თქო, გათვლილი მქონდა ყველაფერი.
ოპერატორი გოგონა მეუბნება, გადატანაში თანხა ჩამოგეჭრათო.
არადა ვიცი, რომ გამოტანისას მეჭრება მარტო. ნუ დავპანიკდი, გაიქცა, გამოიქცა, გაარკვია რომ არ მეჭრება, კარგით ბოდიშიო.
მერე ვეუბნები წინასწარ გავიტან პროცენტს მეთქი
და რას მეუბნება?
არაო, ჩვენთან წინასწარ გატანა არ ხდება იმ 10 პროცენტისო,
თუ ახლა გინდათ გატანა მხოლოდ 3 პროცენტის გატანა შეგიძლიათო
არადა ეგ 3 % ხო დარღვევის შემთხვევაში თუ გაგაქვს, მაშინაა??
ვუხსნიდი რომ არ არის ეგრე მეთქი, თქვენ რარაც გეშლებათო.
ბავშვთან ერთად ვიყავი, აი ძაალიან გავცოფდი
არ მქონდა ჩხუბის თავი და წამოვედი,
მეთქი იქნებ მართლა მეშლება რაღაც

მერე საიტზე ვნახე და როგორც ვამბობდი, ისე ყოფილა.
დავრეკე ქოლ ცენტრში და ახლა ის ოპერატორი მეუბნება,
ალბათ გეშლებათ რაღაც, მასე არ გეტყოდათო

ხოდა რა ვქნა მე ახლა? მინდა ჩემი პროცენტი!
ავდგე და წავიღო სხვა ბანკში ჩემი ანაბარი?
საჩივრის წერილი რომ დავწერო ან რაღაც, არა?
ახლა გამიარაუკვე და მეცინება,
თორემ აი ასეთ უცოდინარობაზე, ძალიან ვგიჯდები ხოლმე

თან ცენტრალურ ფილიალში როცა ზიხარ, ასეთი რამეები უნდა გეშლებოდეს ოპერატორს? :/