როდესაც მინდობილ პირს გააქვს თანხა ანგარიშიდან ამას აფიქსირებს თავისი ხელმოწერით რომელიც უნდა
შეესაბამებოდეს ბანკში არსებულ ფაქსიმილეს.
თეორიულად დავუშვათ რო ვიღაცას აქვს ვალი ცხრა ათასი და მინდობილობა ანგარიშზე სადაც ამ ოდენობის თანხა ეგულება
რა თქმა უნდა მას არაფერი არ შეუშლის ხელს (გარდა მორალისა) გამოიტანოს აღნიშნული რაოდენობა ანგარიშიდან და საკუთარი ვალები დაფაროს.
როდესაც ანგარიშის ფლობელი აღმოაჩენს რო სულ რაღაც

9000 ლარი (წლიური ხელფასი რომელზეც ბევრი ქართველი ოცნებობს) აღარ არის, ბუნებრივია მოითხოვს პასუხს სად წავიდა მისი ფული.
ბანკი წარუდგენს აღნიშნულ პიროვნებას გასავლის ორდერს სადაც დაფიქსირებულია მინდობილი პირის ხელმოწერა, მეტი დამაჯერებლობისთვის შეიძლება კამერის ჩანაწერიც აჩვენოს თუმაცა ეს უკანასკნელი
აუცილებელი არც არის და მორჩა. ბანკი ამ დროს მართალია და ეს უკვე შენი პრობლემაა რო ისეთ ადამიანს ენდე რომლის ნდობა როგორც ჩანს ბოლომდე არ შეიძლებოდა. მაგრამ აქ სულ სხვა სიტუაციაა.
მინდობილი პირი და თავდები პირი სხვადასხვა ცნებებია.
პირველი არის პირი რომელსაც ანდობ შენ თანხას, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ მზად ხარ მისი ვალები გაისტუმრო.
თავდებობაში კი შეიძლება ჩაუდგე ადამიანს რომელსაც შენ 1 თეთრსაც კი არ აძლევ მაგრამ გამოთქვამ მზადყოფნას რომ თუ მას საქმე ცუდად წაუვიდა და ვალი ვერ გადაიხადა მის მაგივრად ამას შენ გააკეთებ.
არცერთ ბანკს არ აქვს (ან არ უნდა ქონდეთ) უფლება ეს ორი ცნება ერთმანეთში აურიოს.
ეხლა მე რო მაქვს სესხი და იმას დეპოზიტი დავარქვა და აქეთ მოვთხოვო ბანკს პროცენტების გადახდა მოეწონებათ