mariami555
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 80
წევრი No.: 39585
რეგისტრ.: 7-August 07
|
#37781129 · 28 Aug 2013, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბანკების საქმიანობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საგარანტიო ოპერაციები (საბანკო გარანტიების გაცემა) წარმოადგენს. საბანკო გარანტია წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ–ერთ საშუალებას. საბანკო გარანტიის ვალდებულების მონაწილენი არიან პრინციპალი და გარანტი. გარანტი შეიძლება იყოს ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია. არცერთი სხვა პირი არ შეიძლება იყოს გარანტი. რაც შეეხება პრინციპალს, მასთან მიმართებაში კანონი რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს, ამდენად, პრინციპალი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. პრინციპალი არის პირი, რომელიც ძირითად ვალებულებაში გამოდის როგორც მოვალე და ბანკს, სხვა საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო ორგანიზაციას სთხოვს გარანტად დადგომას. „გარანტად დადგომა“ კი ნიშნავს, რომ პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტი პრინციპალის კრედიტორს (ანუ ბენეფიციარს) უხდის ფულად თანხას. აღნიშნული ფულად თანხის გადახდა ხდება ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტიის გაცემის დროს კონკრეტულად განისაზღვრება ის თანხა, რომლის ფარგლებშიც გარანტი კისრულობს გადახდის ვალდებულებას. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების სათანადო შესრულებას, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სწორედ გარანტია ვალდებული გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა. საბანკო გარანტიების გაცემა კომერციული ბანკისათვის ნებადართული საქმიანობის ერთ–ერთი მიმართულებაა და მისი განხორციელებისათვის ბანკი პრინციპალისაგან გარკვეულ საზღაურს იღებს. საზღაურის ოდენობა, როგორც წესი, პრინციპალისა და გარანტის მიერ გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრება. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ძირითადი ვალდებულება შეიძლება შეიცვალოს, შეწყდეს ან გაბათილდეს გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი ურთიერთობა გარანტსა და ბენეფიციარს შორის შენარჩუნებული იქნება. ბენეფიციარს ყოველთვის შეუძლია მოსთხოვოს გარანტს გარანტის მიერ ნაკისრი ალდებულებების შესრულება, თუ სახეზე არ არის ბენეფიციარის მხრიდან გარანტიის პირობების დარღვევა. საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (გარანტიაში მხარეებმა შეიძლება დათქვან კონკრეტული თარიღი, როდესაც გარანტია ძალაში შედის). საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანონმდებელი ზრუნავს გარანტიის ინსტიტუტის სიმყარეზე. მართალია, გარანტი საბანკო გარანტიის ურთიერთობაში საკუთარი ნებით ერთვება, მაგრამ მას არ აქვს უფლება ნებისმიერ დროს უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე. აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას, როდესაც დასაშვებია საბანკო გარანტიის უკან გამოთხოვა – საბანკო გარანტია შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ საბანკო გარანტიაში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გარანტს ენიჭება ნაკისრი გარანტიის უკან გამოთხოვის უფლება. კანონით ასევე გათვალისწინებულია გარკვეული შეზღუდვები ბენეფიციარის მიმართაც, ასე მაგალითად, ბენეფიციარს უფლება არ აქვს სხვას გადასცეს კუთვნილი მოთხოვნის უფლება გარანტის მიმართ, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. როგორც უკვე აღინიშნა, საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტი ვალდებულია გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, ნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რა ფორმით უნდა წარედგინოს გარანტს მოთხოვნა ბენეფიციარის მხრიდან. კანონი ადგენს, რომ საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის ფულადი თანხის გადახდის გადახდის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წარედგინოს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც გარანტია გაიცა. გარანტიის მოქმედების ვადის დამთავრების შემდეგ მოთხოვნის წაყენებას არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა აღარ ექნება. პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემდეგ ბენეფიციარი მოთხოვნით მიმართავს გარანტს და მისგან მოითხოვს შესრულებას. საბანკო გარანტიის არსიც სწორედ ამასში მდგომარეობს, მაგრამ ბენეფიციარის მოტხოვნა, ცხადია, არ არის უდავო დოკუმენტი. შესაძლებელია მასში ზოგიერთი მომენტი დასაზუსტებელი იყოს ან სულაც არ შეესაბამებოდეს რეალობას, ამიტომ გარანტი ვალდებულია ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს პრინციპალს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად. ამასთანავე გარანტი ვალდებულია თავად გონივრულ ვადაში განიხილოს ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს. ბენეფიციარისაგან მიღებული დოკუმენტების განხილვის შემდეგ გარანტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გადაიხადოს თუ არა გარანტიით ნაკისრი თანხა. კანონი ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობისას გარანტს უფლება აქვს უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. ასეთი შეტყობინების შემდეგ ბენეფიციარმა შეიძლება უარი თქვას თავის მოთხოვნაზე, მაგრამ თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ გარანტმა უნდა დააკმაყოფილოს იგი. იმ შემთხვევაში, თუ გარანტი აუნაზღაურებს ბენეფიციარს საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თანხას, ცხადია, გარანტი დაინტერესებული უნდა იყოს აღნიშნული თანხა დაიბრუნოს პრინციპალისაგან, მაგრამ პრინციპალისაგან აღნიშნული თანხის დაბრუნების უფლება (გარანტის ამ უფლებას კანონი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას უწოდებს) გარანტს ყოველთვის არ გააჩნია. გარანტის ეს უფლება დამოკიდებულია, გარანტსა და პრინციპალს შორის არსებულ შეთანხმებაზე. თუ გარანტსა და პრინციპალს შორის შეთანხმება რეგრესული მოთხოვნის შესახებ არ არსებობს, მაშინ პრინციპალი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს გარანტს გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა. არის შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარი გარანტს უხდის თანხას გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან უხდის თანხას გარანტს იმის გამო, რომ გარანტმა დაარღვია ბენეფიციარის წინაშე ვალდებულება. ასეთ შემთხვევებში გარანტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს პრინციპალს აღნიშნული თანხების გარანტისათვის გადახდა, თუ გარანტსა და პრინციპალს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონი ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც გარანტის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ წყდება. ეს შემთხვევებია: 1. ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდა, რომელზედაც გაიცა გარანტია; 2. გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლა, რომლითაც იგი გაიცა; 3. ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმა და მათი გარანტისათვის დაბრუნება. კანონი ავალდებულებს გარანტს, გარანტიის შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს. ძირს ეს ეს ბანკი მეორედ მანდ აღარ შევალ
|