#26494301 · 16 Jul 2011, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr-Banks რა მაინტერესებს იცი??? როდესაც ადამიანი წერს QUOTE | საქართველოს ბანკში ფირმის ანგარიში მინდა გავხსნა... |
შენ რატომ წერ
-სა და
QUOTE | ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2 27 27 27 |
???????
ძალიან არაკორექტული საქციელია. აი ძალიან. მეტი რომ არ შეიძლება. 2 44 44 44-ზე რომ დარეკოს, არ მიაწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შენი აზრით???
საქართველოს ბანკში ერთი წამითაც არ მიმუშავია, მაგრამ რომ მეკითხებიან მის პირობებს, ჩემი ბანკის პირობებს არ ვუწერ. კორექტულობის ამბავია ელემენტარული. და ეს მერამდენედ შევამჩნიე უკვე.
ან ეს
QUOTE | ჩვენი კვალიფიციური ანგარიშთა გახსნის მენეჯერები ყოველთვის მოხარულნი იქნებიან გაგიწიონ კონსულტაცია აღნიშნული საბუთების მოპოვების პროცედურებთან დაკავშირებით. |
ტექსტი რა საჭიროა??? სერვისი + ის სახელმძღვანელოს copy paste
კარგი რა. მოდუნდი. ცხოვრება მარტო სამსახური არ არის. თავის დროზე Mr-President აკეთებდა მსგავს რამეს და განყოფილებაში მგონი ყველა გადაიმდურა, მათ შორის მეც. ახალმა ფორუმელებმა არ იციან, მაგრამ ძველებს გვკითხე. სულ კამათი და კონფლიქტები იყო. ნუ გავხდებით კორპორატიული ვირთხები, რადგანაც ცხოვრება სამსახურის გარეთაც არსებობს. ადამიანი კითხვას სვამს ბოგ-ზე და პასუხი გაეცეს ბოგ-ზე. დასვამს თიბისიზე, ვუპასუხოთ თიბისის პირობების შესაბამისად. საერთოდ არ მიმუშავია თიბისიში, მაგრამ როდესაც კითხვა უშუალოდ ამ ბანკს ეხებოდა და მეც სურვილი მქონდა ადამიანის დახმარების, შევიდოდი მაგათ საიტზე, მოვძებნიდი ინფორმაციას და აქ ვწერდი, ლინკს ვუდებდი. არ არის საჭირო რა ეს უტაქტო "პერეხვატები". ხვალ, ზეგ, მაზეგ ერთმანეთს ქუჩაში შევხვდებით და ვიღაც ვიღაცაზე იტყვის, აუ ეს არ არის, ტვინს რომ ბურღავდა ბოგ-ის თუ თიბისის პიარითო.
This post has been edited by Kate789 on 16 Jul 2011, 20:38
--------------------
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным. Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.
|