JUVENTINO11შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მოცემული მაგალითის მიხედვით.
1.უნივერსალურ ბარათზე არანაირი საკომისიო არ დაგერიცხებათ თუ თანხას არ გახარჯავთ.
2.თანხის გახარჯვის შემთხვევაში:
თუ თქვენ სარგებლობთ პრივატბანკის უნივერსალური ბარათით 55დღემდე საშეღავათო პერიოდით:
თანხის დაბრუნება შესაძლებელია როგორც უპროცენტო პერიოდის ბოლო დღეს(თანხის გატანიდან მომდევნო თვის 25 რიცხვამდე), ასევე მისი დასრულების შემდეგ: ყოველთვიური მინიმალური შენატანით, რომელიც შეადგენს თვის ბოლოს დაფიქსირებული დახარჯული თანხის 7%-ს (არაუმცირეს 15 ლარისა).
ყოველთვიური მინიმალური შენატანის(გახარჯული თანხის 7% არაუმცირეს 15 ლარისა) გადახდის მაქსიმალური ვადაა, თანხის გამოტანიდან მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.
მაგალითად: 500 ლარი გაიტანეთ აპრილში.
1. თუ გსურთ ისარგებლოთ უპროცენტო კრედიტით,500ლარი უნდა დაფაროთ სრულად მომდევნო თვის მაისის 25 რიცხვამდე.
2.თუ გსურთ სესხის დაფარვა მინიმალური შენატანების საფუძველზე,ამ შემთხვევაში 500ლარის 7% (35ლარი) უნდა შემოიტანოთ მომდევნო თვის მაისის 25 რიცხვამდე.საიდანაც თანხის 2,5% –ით იფარება ბანკის პროცენტი,ხოლო დარჩენილი თანხით იფარება სესხი.
დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2 55 55 55 ან ონლაინ ჩატის მეშვეობით
https://siteheart.com/webconsultation/4207?byhref=1ოპერატორი გაგცემთ ამომწურავ პასუხს ყველა კითხვაზე.