შე კაცო ინტრიგანი კიარ ვარ.
ბოლო ორ თვეში მეორე შემთხვევა იყო:
წინაზე გზავნილებზეა მხოლოდ შეფერხებაო მითხრეს და 2 საათი ველოდე. რიგში ვინც იდგნენ ბევრმა დაიჩივლა "ამის წინაც მასე იყოო".
გუშინდელი ამბავი ისედაც გცოდნია.
ეხლა იტყვი იღბალი არ გქონია მაინცდამაინც მაშინ ითიშება შენ რო მიდიხარო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? უიღბლოებს არ აქვთ უფლება ბანკის მომსახურებით ისარგებლონ?
შეიძლება მწვავედ გამომივიდა და ესე ჩანდა ჩემი ნაწერიდან რო ამათთან როგორ დავიჭერ საქმეს თქო, მაგრამ სხვაგან რო უარესი სიტუაციაა ისევ მაგათთან ვურთიერთობ.
ბანკს არ დავასახელებ - დიღმის ფილიალში შევედი და უმარტივეს ოპერაციაზე 40 წუთი ვიდექი ოპერატორთან. მე ვეხმარებოდი ზეპირად თვლაში როგორც ბავშვს ისე ვუხსნიდი ყოველ ნაბიჯს.