აუ რა უბედურებაა რა.
ესე იგი ქოლ ცენტრის მარიმ გამომიგზავნა მეილზე ამონაწერი ( პაროლ-დადებული) და ექსელის 3 ფურცლად ამოვბეჭდე.
მაგრამ ვაი მაგ ამონაწერს.
ყველაფერი ცალ-ცალკე ფურცელებზე.
ცალკე თანხები, ცალკე შემომტანები, ცალკე თარიღები. ნუ მოკლედ.
ცალკე კვერცხი ცალკე ფქვილი და ცალკე კრემი რომ იყოს, და მაინც ნამცხვარი რომ ერქვას.
ვეუბნები pdf-ში გამომიგზავნე, საშინელია ეს ექსელი. მეუბნება, რომ პაროლიანი რახან იგზავნება, ამიტომაც არის ექსელი. pdf-იანზე არ კეთდება პაროლის დადება.
არ მინდა ეს პაროლიანი და არა უპაროლოდ არ შეიძლებაო. ნუ კარგი, დავუკავშირდი ერთ ჩემს მეგობარს და მან უფრო კარგი ვერსია გამომიგზავნა, მაგრამ იქაც სრული გაუგებრობა.
ახლა ამოვბეჭდე ი-ბანკიდან და იდეალურს ვუწოდებდი. არის ლამაზად გაფორმებული, ელ. ბეჭდით (პრინციპში არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც), ყველაფერი კარგად ჩანს და ასე შემდეგ. დაყოფილ-დანაწევრებული ყველა იდენტიფიკატორი, მაგრამ რად გინდა? შემომტანი არ ჩანს ამობეჭდილ ვერსიაში, არადა ი-ბანკში მიჩანს.
ხოდა ამონაწერი მინდა ისეთი, რომ მიჩანდეს.
1) თარიღი
2) დებეტი (ანუ როგორც თქვენი პროგრამა ეძახის "გასული თანხა")
3) კრედიტი ( ანუ როგორც თქვენი პროგრამა ეძახის "შემოსული თანხა")
4) ნაშთი
5) შემომტანი
6) დანიშნულება.
ნუთუ ასე ბევრს და ასე განსაკუთრებულს ვითხოვ???
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.