Chargeback თუ აქვს თიბისის სადებეტო ბარათებზე? ონლაინ მაღაზიაში ვიყიდე სერვისი. ვერ ვიპოვე საჭირო ინფორმაცია. საიტზე უწერიათ, რომ refund-ს აკეთებენ თუ რაიმეთი არ ხარ კმაყოფილი მარა უკვე 1 კვირა გავიდა და არ მპასუხობენ. უმეტესობა ქვეყანაში სტანდარტული პრაქტიკაა Chargeback და საქართველოში როგორაა სიტუაცია? ისეთი შეგრძნება მაქვს, ბანკში რომ მივიდე მკითხავენ ეგ რა არისო.
* * *
ნუ პრინციპში ასეც ვიცოდი...
ქეთი: გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
გიორგი: გამარჯობა. ასეთი პრობლემა მაქვს. საიტზე შევიძინე სერვისი, მაგრამ ამ სერვისით არ ვარ კმაყოფილი. თვითონ საიტს უწერია, რომ refund-ებს გასცემენ თუ კლიენტი უკმაყოფილოა. მაგრამ მერამდენე დღეა უშედეგოდ ვუკავშირდები და პასუხს არ მცემენ. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა chargeback-ის გაკეთება?
ქეთი: ბატონო გიორგი, თუ უკვე ცამოჭრილია თანხა, ამ შემთხვევაში, საიტმა უნდა დაგიბრუნოთ თანხა ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. თუ ჯერ ჩამოჭრილი არ არის და ბლოკირებულია, ჩვენ შეგვიძლიათ მოვხსნათ ბლოკი, მხოლოდ ამისათვის საიტიდან დასტური გვჭირდება, რომ თანხას არ ჩამოაჭრიან და ოპერაცია გაუქმებულია. ანუ, ორიე შემთხვევაში, საიტთან დაგჭირდებათ კონსულტაცია.
ქეთი: კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
გიორგი: ანუ chargeback-ის სისტემა როგორც ასეთი არ არსებობს თქვენთან?
ქეთი: ბატონო გიორგი, როდესაც თქვენ, ასრულებთ თიბისი ბანკის ბარათით ოპერაციას, ამ შემთხვევში ბანკი არის შუამავალი (უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად ოპერაცია სესრულდეს), თუ ოპერაცია თქვენი სურვილით შესრულდა და შემდეგ, გარკვეული მოსაზრებით აღარ გსურთ შეძენილი მომსახურების/ნივთის მიღება, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს თქვენსა და მომწოდებელს შორის. თიბისი ბანკი უაქცეპტოდ ვერ დაგიბრუნებთ უკვე გადარიცხულ თანხას.
ქეთი: კიდევ რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ?
გიორგი: კი ბატონო. მაგრამ ვიზას სტანდარტები უზრუნველყოფს chargeback-ს და მსგავს სიტუაციებს.
https://usa.visa.com/merchants/operations/c...tion/index.htmlქეთი: დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2 27 27 27(მობილურიდან *2727) ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.
გიორგი: კარგით, მადლობა