კი არავინ მეკითხება მაგრამ, ჩემს აზრსაც ვიტყვი ბარემ

)
ომის დროს კერძოდ 2008 წლს რამდენადაც ვიცი, ბანკებს თანხების გაცემა არ შეუწყვეტიათ, შეიძლება შეფერხებით მაგრამ პროცესი შეჩერებული არ ყოფილა, ნუ ეს ცალკე თემაა რომ ბანკომატები მალევე დაცარიელდა და ინკასაცია შევსებას ვერ ასწრებდა (ასეთ დროს ვისაც კარტაზე ქონდა ფული ყველა ბანკომატს მიაწყდა და ცხადია გასავალს ვერ მისდევდა კვალ და კვალ ბანკომატების შევსება)
მეორე საკითხია რა საფრთხე გველის ღმერთმა დაგვიფაროს და რაიმე არეულობა რომ მოხდეს კიდევ.
ჩემი სუბიექტური აზრია მხოლოდ რომ, უფრო მეტი პრობლემები შეიძლება შეიქმნას ვიდრე 2008 ის არეულობის დროს , ვინადიდან მაშინ საბანკო სისტემა შედარებით მოუმზადებელი იყო, არავინ ელოდა არეულობას მით უმეტეს ომს, ამიტომ ხელშეკრულებებში არ იყო გათვალისწინებული "საგანგებო სიტუაციები " და "ომიანობის " შემთხვევები,
ეხლა ბანკებმაც ისწავლეს ჭკუა და გამოიჩინეს მეტი წინდახედულობა, გადახედეთ ყველამ თქვენი ანაბრის ხელშეკრულებებს , თითქმის ყველგან წერია რომ "საგანგებო სიტუაციების " ან "ომიანობის " ან "სტიქიური უბედურებების და კატაკლიზმების დროს ბანკი თანხების გაცემას არ ახორციელებს.
ვისაც ეეს მუხლი არ გაქვს ხელშეკრულებებში მაშინ უპრობლემოდ აიღებთ ფულს ბანკიდან , თუნდაც საგანგებო სიტუაცია გამოხდადდეს, ხოლო ვინც ჩემ დღეშია იმას პრობლემა შეექმნება.
ვინაიდან მე ხელშეკრულებაში მიდევს რომ ბანკი ასეთ პერიოდში არ მომცემს ფულს
ასე რომ ყველამ თქვენს თქვენ ხელშეკრულებებს გადახედეთ ბანკთან და იმისდა მიხედვით გადაწყვიტეთ გაქვთ თუ არა პანიკის საფუძველი ან რაიმე რისკი
This post has been edited by Maribeli on 28 Sep 2012, 12:21