გამარჯობა ხალხნო
მინდა სესხი 20-25000$ ნაწილი რემონტისთვის ნაწილი საქმისთვის
ქონება: ახალაშენებულ კორპუსში 62კვმ ქეთევან წამებულზე და საკუთარი სახლი რაიონში,
შემოსავალი . ბიზნესი, სადაც დირექტორიც მე ვარ და დამლაგებელიც. წლიური ბრუნვა 140-150K, მარჟა საკმაოდ მაღალი. ნუ გზავნილებიც მაქვს
პრობლემა 1 : 4 წლის წინ, ი.მ-ს სალარო აპარატის განვადების 15 ლარი დავაგვიანე მერე ინკასოს გამო ვერ შემქონდა თანხა ბანკში და გამაშავეს.
პრობლემა 2 : შპს საიდანაც მაქვს შემოსავალი, დააჯარიმეს (ფინანსურმა ) და ეს ჯარიმა გადანაწილებული მაქვს 12 თვეზე, ინკასო მომიხსნეს მაგრამ შპს -ს ქონებაზე გირავნობა კვლავ არის. (ზემოთ ჩამოწერილი უძრავი ქონებები არ არის შპს-ზე)
გამოვა რამე? შეიძლება რომ უარი მითხრან ზემოთ ჩამოწრრილი პრობლემების გამო? მე-2 პრობლემა შეიძლება მოგვარდეს იმ თანხის დაფარვიტ რაც ჯარიმაა... რომელი სესხი ჯობია რომ ავიღო? რომელ ბანკში? ანნ ამ მონაცემებით უფრო მეტის აღებას თუ შევძლებ? საქმეში რაც მეტს ჩავდებ მით მეტი მომდის და იმიტომ