მაშინ ჩავთვალოთ საკრედიტო ისტორიამ და იღბალმა გიშველა. წინაზეც ვთქვი თბს ში ხელფასის სახით მერიცხება 1000 და ბრუნვა მაქვს 3 თვეში 10 ათასი მარა კაპიკი არ მომცეს ცუდი ისტორიის გამო. სამაგიეროდ ბოგ-ში ეგრევე დამიმტკიცეს ისტორიის გასაუმჯობესებლად 800. თიბისი სტატუსი მაქვს ბრუნვის გამო და მაინც უარია სულ.
* * *
ეგ საქმე ვიცი ყველაზე კარგად, მეთვითონ ვმუშაობ.
1)ბევრი ფაქტორი წყვეტს საკრედიტო ქულას. კრედიტინფოს პაკეტის შეძენით ქულას ვერ გაიუმჯობესებთ უბრალოდ გაერკვევით რამდენი ქულა გაქვთ და რა მოქმედებს თქვენს ისტორიაზე.
2) ქულაზე ნამდვილად მოქმედებს არა მარტო ონლაინ, არამედ საბანკო სწრაფი სესხებიც კი როგორიცაა მაგალითად ექსპრეს სესხი და ა.შ
3)ხელფასში არ გეთვლებათ რაიმე საიტებიდან გადმორიცხული თანხები, ან თუნდაც პირადი ჩარიცხვები, როცა ითხოვენ ხელფასის გადამოწმებას ან ამონაწერს, ჩანს საიდანაა ჩარიცხვა და რათქმაუნდა ამას ხელფასში არ ითვლიან.
4)განვადება თანამონაწილეობის გარეშე აგდებს საკრედიტო ქულას.
5)კრედიტ ინფოდან არ იშლება არანაირი ინფორმაცია, ჩვეულებრივად 6 წელი ინახება. უბრალოდ განახლება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიხვალთ ან მინიმალურ 5 ლარიან პაკეტს შეიძენთ. განახლება გულისხმობს თუ რამე ვალდებულება გაქვთ ახალი განულებული და ჯერ იქამდე მიწოდებული არაა ამის განახლებას.
ასე რომ

)))