Asmeta1084
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5491
წევრი No.: 89214
რეგისტრ.: 17-April 09
|
#38439845 · 20 Oct 2013, 11:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დღეს ხომ დაიკლო ცოტა, ეკონომიკა გაჯანსაღდა და გაიზარდა? არა. უბრალოდ ნება გაჩნდა ზემოდან. ეს რას მიუთითებს? გასდიოდათ და გაჭიერვებული ხალხისგან იმაზე მეტად სარგებლობდნენ ვიდრე ეკუთვნოდათ.
|
არანაირი ნება არ გაჩენია, და პოლიტიკა არაფერ შუაშია. ბანკებში ჭარბი ლიკვიდობაა, ანუ ყველას - ფიზიკურ პირებს/იურიდიული პირებს/სახელმწიფო ორგანიზაციებს იმდენი ფული უდევთ ბანკებში რამდენიც არ ჰქონიათ წინა მთავრობის დროს. მაგ. ადრე იუსტიციის სახლები, ახალი ოფისები და ა.შ. ამ ორგანიზაციების შემოსავლებით ფინანსდებოდა (საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, ექსპერტიზის ბიურო, აღსრულების ბიურო, ახალციხის მუნიციპალიტეტი - რაბათისთვის, მესტია - მესტიის განვითარებისთვის, ზუგდიდი - ანაკლია/ლაზიკისთვის, მცხეთა, თელავი და ა.შ.). ანუ სქემა არის ასეთი: დამკვეთი (რაც ჩამოვთვალე ეს ორგანიზაციები) - კონტრაქტორი, რომელიც ასრუებს ამ სამუშაოებს. თავისმხრივ კონტრაქტორებს ამ პროცესში სჭირდებათ გარანტიები/სესხები. დღეს ეს ფული უმოძრაოდ დევს ბანკებში. ამ დროს ეკონომიკა შენელებულია, ანუ ბანკები ვერ ახერხებენ დაკრედიტებას. ეს ადვილად ჩანს კიდევ, მაგ. შარშან ამ დროს თუ ბანკების დეპოზიტების რეკლამებით იყო გადაჭედილი ტვ რეკლამები - 17%-იანი დარიცხვით. შედი ნებისმიერი ბანკის ვებგვერდზე და ნახე რამდენშია დეპოზიტები. მაგ. ლიბერთი ბანკის რეკლამა მახსოვს 17%-იანი 1 წლიან დეპოზიტზე, ეხლა 9.5%-ს სთავაზობენ. იმიტომ რომ ბანკებს აღარ სჭირდებათ რესურსი, რაც აქვთ ისიც სად წაიღონ არ იციან. ეს გამოუყენებელი რესურსი ბანკისთვის ხარჯია, შესაბამისად ბანკები მზად არიან შეამცირონ განაკვეთები სესხებზე რომ რამენაირად ეს პროცესი გააქტიურონ. როგორც კი ეკონომიკა ამუშავდება, ანუ გაჩნდება მოთხოვნა სესხებზე, ფულადი რესურსების მფლობელები დაიწყებენ მათ გამოყენებას და ბანკებში ჭარბი ლიკვიდობა გადაინაცვლებს მინიმალური ლიკვიდობის დონემდე, განაკვეთები დეპოზიტებზეც და სესხებზეც გაიზრდება. შარშან ამ დროს ბანკები დარბოდნენ მსხვილ ორგანიზაციებთან და ფანტასტიურ დარიცხვას სთავაზობდნენ, იმდენად ჰქონდათ ლიკვიდობის პრობლემა. დღეს რომ მიხვიდეთ ბანკში და უთხრათ რომ 1 მლნ. ლარი გაქვთ ჯიბეში და დეპოზიტზე დადება გინდათ, კარებს არ გაგიღებენ.
ეს არის ბაზრის ნება და არა მთავრობის * * *
QUOTE | როდესაც აიღო, მაშინ კარგი თუ არა ნორმალური პროცენტი იყო. |
- ცხოვრება წინ მიდის, იმის მერე ლამის განახევრდა პროცენტები და მაინც ბედნიერია 21%-ში რომ აქვს სესხი? კაი, თვითონ იყოს ბედნიერი, მაგრამ კოლეგებს რას ერჩის ვისაც იაფად უნდა სესხის აღება?
QUOTE | რომ თუ დარჩა იმავე ბანკში გაუხდება 23 პროცენტი, ან უნდა გადაპორტირდეს. კარგია? |
- გამოსავალი არსებობს, ეხლა პრინციპულად თუ პროკრედიტზეა გამოკიდებული და არ უნდა ბანკის შეცვლა, თუნდაც უკეთესი პირობების შემთხვევაში, ეს უკვე ნამდვილად მისი პრობლემაა. ნამდვილად არც სკოლამ, არც სამინისტრომ და არც არავინ არ უნდა გაითვალისწინოს მისი არარაციონალური ინტერესი
QUOTE | შეუძლია ვადამდე დაფაროს და ჯარიმად დარჩენილი თანხი 2% პროცენტი გადაიხადოს, ასევე უწერია, რომ ეს იმ შემთხვევაში თუ ბანკი დარწმუნდება რომ თვითონ ფარავს, თუ არა მაშინ 7%. ე.ი. პორტირების შემთხვევა იგულისხმება ალბათ. |
- 2%-იანი მაქს. ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული წინსწრების საკომისიო
QUOTE | გავარკვიე, რომ კი, ლიბერთის 16-7 % იანი აქვს, მაგრამ საკომისიოს ხომ მოითხოვენ? ისევე როგორც ამ სესხის აღებისას 2% საკომისიო აქვს წაღებული პროკრედიტს.
|
QUOTE | თუ ხელშეკრულებაში გიწერია კი. ხოლო ხელშეკრულებაში იმისთანა რამეები უწერიათ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი სახლებს კარგავს. |
რატომ გაქვთ ეს ბოლშევიკური მიდგომები, პროცენტის გამო კი არ კარგავენ სახლებს, არამედ იმიტომ რომ საერთოდ შემოსავლის გარეშე რჩებიან. დავუშვათ უპროცენტოდ მოგცა ბანკმა 50,000 ლარი და დაკარგე სამსახური/შემოსავალი. რითი გადაიხდი? მაინც არ უნდა გაგაყიდინოს სახლი? ეს შენი რისკია, თუ ფიქრობ რომ შეიძლება დაკარგო სამსახური/შემოსავალი, არ უნდა აიღო სესხი. ხომ არ გაძალებენ?
QUOTE | ჰოდა რომელი მაღალხელფასიანი მასწავლებლები არიან? |
რამდენი აქვთ ხელფასი მასწავლებლებს? დავუშვათ 600 ლარი. 1 მასწავლებელს აქვს 6,000 ლარი სესხი აღებული, მეორეს - არა. შესაბამისად, ვთქვათ ახალმა ბანკმა შეიძლება სესხი მისცეს მხოლოდ იმას ვისაც არ აქვს სესხი და მეორეს უარი უთხრას. შესაბამისად ის მეორე იძულებული იქნება დარჩეს პროკრედიტში და პროკრედიტიც გაუზრდის განაკვეთს. ამიტომ სკოლამ ბანკთან მოლაპარაკების პროცესში უნდა დაითანხმოს ახალი ბანკი რომ ყველას ვისაც აქვს სესხი და არ არის გაპრობლემებური, ახალმა ბანკმა სავალდებულო წესით უნდა დაურეფინანსიროს სახელფასო სესხები
QUOTE | თქვენ როგორც ჩანს, "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო" აზრზე ხართ. ადამიანს რომ უჭირს და ფული იმ მომენტში ჭირდება ყველაფერზე ხელს აწერს. რა წაკითხვა და ჩაკითხვა, ბავშვისთვის რომ გჭირდება წამი წამზე. ამით სარგებლობენ ბანკები და შედის მევახშური მუხლები ხელშეკრულებაში. აქ ბანკი ბანკი კი არაა მევახშეების კანტორა უფროა. ამხელა პროცენტები მიაქვთ და კიდევ იმას ცდილობენ უფრო გაუზარდონ რამენაირად. თუგინდ ეს მაგალითი. სტანდარტული ყოფილა 2% მომატება როდესაც სახელფასო ანგარიში სხვა ბანკში გადადის.იმარჩიელოს, თუ გულთმისანია გაიგოს როდის დაარტყავს დირექტორს და სხვა ბანკში გადაიტანს ანგარიშს. სამსახური დაკარგა, ვერ გადაიხადა, დაიგვიანა თუ რა? ამისთანა რამ უნდა დაარეგულიროს კანონმა. რატომ უნდა იზარალოს პიროვნებამ? თქვენ თუ ამას ამართლებთ ყოჩაღ თქვენ. |
ანუ შენ დასაშვებად მიგაჩნია ბანკის გადაგდება თუ ადამიანი ფულს სესხულობს გაჭირვების გამო? თავშივე იცის რომ არ არის გადამხდელი და მაინც იღებს ხომ სესხს? და მერე გასაკვირია ამისთანას ბანკი რომ მიადგება და გამოასახლებს? რა შუაშია მევახშეობა, პროცენტის გამო კი არ ექმნება პრობლემა, იმის გამო რომ აიღო 5-10 წლიანი სესხი იმის იმედზე რომ "რამეს ვიზავ". დავანებოთ ბანკს თავი, ფიზიკური პირისგან რომ ისესხო თუ გინდა წლიურ 1%-ად და აღარ გადაუხადო, რას გიზავს, არ გამოგასახლებს? მეც მინდა ახალი ბინის ყიდვა, მაგრამ არ ვარ დაწმუნებული რომ 10 წლის მანძილზე სამსახურს არ დავკარგავ და არ ვიღებ სესხს. სულ ეს არის. თანამშრომელი მყავს, 50,000$ აიღო სესხი და გინდა თუ არა საბურთალოზე იყიდა ბინა. ამ დროს ბანკის ვალი ცალკე აქვს და ცალკე თანამშრომლებისგან აქვს ვალები აღებული. ისე რომ 1800 ლარიანი ხელფასიდან თვეში 1400 ლარი მისდის ამ ბანკის და თანამშრომლების ვალების გადახდაზე (ერთ თანამშრომელს გამოართმევს, მეორეს მისცემს. მერე კიდევ სხვა გამოართმევს ამას მისცემს და დადის კრუგში). ტიპს ცოლ-შვილი ჰყავს. ეხლა ეს ტიპი დღეს თუ არა ხვალ რომ გაიხევა, ხომ ნათელია და ბანკიც მიადგება ბინაზე. რიტორიკული კითხვაა, ბანკის ბრალია ეს ტიპი რომ ამ შარშია? ხეშეკრულებაში წერია ძალიან მარტივი რამ - როგორც კი გახვალ ვადაგადაცილებაში, შენი დავალიანება ბანკის წინაშე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და 1 წელი თუ გააპრობლემურებ, შენი 1,000 ლარიანი სესხი გადაიქცევა 3,000 ლარიან დავალიანებად. სულ ეს არის. აბა რა უნდა ეწეროს ხეშეკრულებაში, თუ ბანკის ვალს არ გადაიხდი, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროსო? This post has been edited by Asmeta1084 on 20 Oct 2013, 11:41
|