ვადის ბოლოს უეჭველი უნდა მომცენ და იქამდე სარგებელს მირიცხავენ ყოველთვიური დარიცხვის პირობით
მაგრამ ვადამდე არ მგონია , თუ ბანკმა უარი მითხრა გამოსყიდვაზე ვერაფერსაც ვერ ვიზამ
აი ლინკიც ,,სადეპოზიტო სერტიფიკატის სტანდარტული პირობები''
https://libertybank.ge/file.helix?i=1d7a110...8ed35322894&r=P4. ხელშეკრულების მოქმედება და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულება ძალაში შედის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
4.2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და სერტიფიკატის თანხის ვადამდე მოთხოვნა ბანკისაგან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, დაუშვებელია. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოსყიდვის შეთხვევაში. ამასთან, სერტიფიკატის გამოსყიდვა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას.4.3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სერტიფიკატის ნომინალი (სერტიფიკატის თანხა ან/და დარიცხული სარგებელი) ბანკის მიერ ჩაირიცხება სერტიფიკატის 2.1.3. ქვეპუნქტში მითითებულ მომსახურე ანგარიშზე და ბანკი შეწყვეტს სერტიფიკატის თანხაზე სარგებლის დარიცხვას.
ამიტომ ვფიქრობ დამოუკიდებლად ან ბანკის შუამავლობით მოვიძიო მესამე პირი/პირები ვისაც კარგი პირობებით ანუ შედრებით იაფად მივყიდი სერტიფიკატებს
ან კიდევ არსებობს სხვა გზაც მაგრამ ჩახლარტულია
ავიღო სესხი +1 პროცენტად როგორც ლიბერტი გვთავაზობს ანუ 12% (11%-სერტიფიკატის +1%)
მაგრამ მერე მაგის ვადას გააჩნია , ძირი თანხაც უნდა ვუფარო ყოველთვიურად +პროცენტი ....ეგ მგონი უფრო ზარალი გამოდის , მერე კიდევ კურსი როგორ შეიცვლება ეგეც არავინ იცის
მოკლედ აი ასეთ შარში გავები, 2.6 მქონდა გათვლა თავიდან , ასეთი ლარის გაფარჩაკება ვერ დავუშვი და თურმე ყველაფერიც უნდა დაუშვა ადამიანმა ,მაგარი გაკვეტილი იქნება მომავალში