keenეხლა რასაც დავწერ, გიხსნი რა როგორაა და არ გეგონოს ბანკს ვამართლებ და შენ გამტყუნებ, ხშირად მსაყვედურობთ ხოლმე ასეთ რამეს
ზოგადად ლარში თუ იხდი ჯობია იმ ბარათით გადაიხადო რომელზეც პრიორიტეტი გაქვს ლარში.
შენ რაც გააკეთე (დოლარის ბარათით ლარს რო იხდი) ეგ დაახლოებით იგივეა, 22,5 ლარის ღირებულების ნივთს რო ყიდულობდე ბაზარში და მიაწოდო 10 დოლარიანი კუპიურა, ლარი არ მაქვს და ეს აიღეო. იმან შეიძლება გიპასუხოს, გუშინ კი იყო კურსი 2 და 25, მაგრამ მე ხომ ვალუტჩიკი არ ვარ კურსები ზუსტად არ ვიცი, ეხლა შეიძლება კურსი 2,3-ია და ხურდას ვერ დაგიბრუნებ, ხო არ ვიზარალებო? და არ დაგიბრუნებს 50 თეთრს, მაგრამ გეტყვის, მოდი ხვალ გამომიარე, მე დავაზუსტებ და თუ კურსი მართლა 2 და 25 იყო, არაა პრობლემა, ზედმეტი მე არ მჭირდება და იმ შენს 50 თეთრს დაგიბრუნებო.
ანუ რა ხდება, პროგრამა ავტომატურად აკონვერტირებს ვიზას კურსით რომელიც ლონდონში დგინდება და როგორც წესი კომერციულ ბანკებზე ცოტა მეტია (მაგიტომაც მოგცა იმ მომენტში დაახლოებით ლარის სხვაობა), ასე ვთქვათ სტოპერიოტს იჭერენ. თიბისი ბანკი და არცერთი სხვა ბანკი არაფერ შუაში არაა.
მერე უკვე ბანკის პროგრამა (დაახლოებით 1 საათში) ახდენს კორექტირებას და უკვე ბანკის კურსზე გადაჰყავს და ის რაც სვაობა იყო ( ნუ მცირე თანხხაზეა საუბარი, კაპიკები პრაქტიკულად) ავტომატურად უკან გიბრუნდება. გაითვალისწინეთ, ამაში ბანკის რომელიმე თანამშრომელი კი არ მონაწილეობს, არამედ ზემოხსენებული პროცესი ავტომატურად ხდება, ლონდონის სერვერების გავლით.
და როცა ზუსტად (ან წკიპზე) გაქვს თანხა, შეიძლება ვიზას და კონკრეტულ ბანკს შორის არსებული კურსთა სხვაობის გამო მოხდეს ის გაუგებრობა რაც მოხდა შენს შემთხვევაში.
არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსენი, მაგრამ მინდა დავაფიქსირო, რომ ობიექტურად ამ შემთხვევაში თიბისი ბანკი (გინდაც სხვა ბანკის ბარათი გქონდეთ მაინც იგივე მოხდება) არაფერ შუაში არაა, ეს თვითონ ვიზას ბარათების მოქმედების პრინციპაია, ნებისმიერი ბანკის და ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში.
და ისევ გავიმეორებ, გაითვალისწინეთ ჯობია გადაიხადოთ იმ ბარათით, რომელზეც შესაბამის ვალუტაზე გაქვთ პრორიტეტი, მაგრამ თუ შეგეშალათ ეგეც არაა პრობლემა, ეს ვიზას "ფოკუსები" ტრანზაქციის მომენტში იჩენს თავს, თორემ მერე ისევ ყველაფერი თავის ადგილზე დგება ავტომატურად.
This post has been edited by spider77 on 11 Jul 2015, 18:07