spider77რა არის დასამალი, დანიშნულებაში რაც მეწერა არ მოსწონდათ, არადა დაწესებულება სადაც ვრიცხავდი ზუსტად ამ დანიშნულებას მთხოვდა, ისე თანხა რო ჩაირიცხება არ მოხდება იდენტიფიკაცია რო თქვენიაო, რაც ინვოისზე გარკვევით ეწერა და გადარიცხვისას ეგეც ავტვირთე სპეციალურად, სავალუტოდან კი მეუბნეიან რომ დანიშნულება უნდა შეცვალოო, რეგულაცია გვაქვს და მსგავსი დანიშნულებით კანონი გვიკრძალავს გადარიცხვის წარმოებასო, და პირადი ბანკირის ჩარევის შემთხვევაში და კიდე ერთ ადამიანთან დარეკვის შემთხვევაში 15 წუთში როგორ დამიდასტურეს ტრანზაქცია თუ კანონი უკრძალავთ ?

თან იმ გოგომ ვინც დამირეკა ბედნიერმა მომახსენა, ეს ყველაფერი(ანუ ტრანზაქციის არ დადასტურება) თქვენთვისვე კეთდებაო ! აღარ ვიცოდი მადლიერება როგორ გამომეხატა
მაისში შეიქმნა TBC-ში ხარისხის მართვის სამსახური(ახალი განხრით მუშაობენ, TBC-სთვის და საერთოდ საბანკო სფეროსთვის სიახლეა) და მათ გადავეცი ეს case განსახილველად, სტატუს კლიენტი რო არ ვიყო რა გამოდის, ვერ უნდა გავაკეთო მსგავსი გადარიცხვა ? რაღაც ჯგუფისთვის სხვა რეგულაციებია ეროვნული ბანკის მხრიდან და რაღაც ჯგუფისთვის სხვა ? ეს აბსურდია.
დაახლოებით 2 თვის წინ მქონდა კიდე შემთხვევა, თანხა გადავურიცხე ერთ-ერთ კომპანიას ნიდერლანდებში და 3 დღის მერე მირეკავენ ნიდერლანდებიდან რომ თანხა არ მიგვიღიაო, მივედი TBC-ის ფილიალში, და გამოძიება შეგვიძლია დავიწყოთ რა შეფერხებააო და გამოვასწოროთო, მაგრამ ამისთვის 55 ევრო უნდა გადაიხადოთო, გარკვევით ვკითხე ჯერ ოპერატორს 2 ჯერ, და შემდეგ მას ვისაც თვითონ ოპერატორმა დაუძახა(ალბათ ფილიალის მენეჯერს), თუ არსებობდა რაიმე სხვა გზა, და არაო გადაჭრით გამომისტუმრეს, მხოლოდ ეს 1 გზა არსებობსო. შემდეგ პირადმა ბანკირმა მომინახა ხერხი, როგორ უნდა გამოეკვლია თანხის "გაქრობის" ვინაობა უფასოდ, დაადგინა და დანიშნულების ადგილასაც ჩაირიცხა ბოლოს ის თანხა. აი რას ნიშნავს მსგავსი პოლიტიკა ?
This post has been edited by webdesigner93 on 4 Aug 2016, 18:43