assassin23ტენდენციებს უნდა მიადევნო თვალი + ინტუიცია...
ეგრევე მთელი თანხით ერთი ვალუტა არ მიყიდია.
50-100 დოლარით ვყიდულობდი.
ზოგი გაორმაგდა, ზოგი გასამმაგდა, ზოგი გაოთხმაგდა, ზოგიც რო გაოთხმაგდა და გავანაღდე, იმის მერე გაათმაგდა და ეგ ვინანე

მაგალითად რიპლი ვიყიდე თავიდან, 20 ცენტი ღირდა და წინასწარმეტყველებდნენ გაიზრდებაო.
დოლარი რო გახდა, ანუ გახუთთმაგდა, ცოტათი კლება რო დაიწყო, გავყოდე და ავიღე ხუთმაგი თანხა...
მერე რო შევხედე იზრდებოდა კიდე, ისევ ვიყიდე 1.5$-ად და 2$ რო გახდა, მეტი აღარ გაიზრდება, კლებას დაიწყებს მეთქი და გამოვიტანე...
და მეორე დღეს 3.6$ ღირდა უკვე

რა ვალუტებიც ვცადე, ტენდენციების გათვალისწინებით, 70% მაინც გაორმაგდა, მინიმუმ.
იმ დაახლოებით 30% შემთხვევაში, კლება რო დაიწყო, გავყოდე ეგრევე და 50$ რო მქონდა შეტანილი, 40 გამოვიტანე და 10$ წაგებაში აღმოვჩნდი, მაგრამ სხვა ვალუტების მოგებამ გადაფარა ეგ.
მე კიდე ვფრთხილობდი, არ მინდოდა დაკარგვა... ბევრი ფული რო მქონოდა, ბევრს მოვიგებდი... 50-50$-ის კი არა 500-500-ით რო შემძლებოდა ყიდვები, ბევრად მეტს მოვიგებდი.
მალევეც არ გამოვიტანდი, კიდე დაველოდებოდი ზრდებს...
მაგრამ ერთი ისაა, რომ ამ ჩემი 500$-ის გასამმაგება ფაქტიურად ერთ კვირაში მოვახერხე, მანამდე რაც მქონდა ნაყიდი, იმან სადღაც 10%-ით გაზარდა.
მაგრამ ეგ ერთი კვირა ამაზე ყურადღების მიქცევის მეტს არაფერს ვაკეთებდი.
ყოველ წუთს ვსქროლავდი ტელეფონს, ხო არ გაიქცა ან ხო არ იკლებს მეთქი.
მოკლედ ნარკომანიასავითაა, დამოკიდებული ხდები

ამიტომ ესე მუდმივად ჩართული რო ვიყო აღარ მინდა.
მაგიტო ვიყიდე რამდენიმე ლაითკოინი და დავაგდე.
240$ ღირს ამ წუთას, მე უფრო ძვირად ვიყიდე და დაიკლო ამ ერთ დღეში, გუშIნ 300$ იყო.
ვაპირებ რომ მინიმუმ 6 თვე არ შევეხო.
მაგრად მჯერა რომ გაიზრდება კარგად.
6 თვეში მინდა ოთხნიშნა რიცხვი გახდეს, წლის ბოლოს - ხუთნიშნა.
ბიტკოინიც ზუსტად ერთი წლის წინ 1000$ ღირდა და დეკემბერში - 20000..
ამ ლაითკოინის იმედი მაქვს

ბიტკოინის მფლობელებსაც 5000 რო იყო და კლება დაიწყო, მაშინ რო გამოეტანათ, 4000 მოგებაში ხო ვართო, ვერ მიაღწედვნენ იმ დრომდე, როცა 20000 გახდა