pytgonდავშლი:
ახალ წლამდე მოვითხოვეთ აღნიშნული სესხი.
მივაწოდეთ ბანკს ყველა დოკუმენტი იმ ტექნიკაზე რის ჩამოყვანასაც ვაპირებდით. რაც მოითხოვეს ყველაფერი მივაწოდეთ. ამის შემდეგ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი (აღსანიშნავია რომ ლამის კალთები დაგვახიეს ახალ წლამდე მოვასწროთო, 30 დეკემბერს ფილიალში დაგვიბარეს ხელმოსაწერად).
პირველი გადახდა იანვარში უწევდა. ეხლა აპრილია. ანუ სამჯერ თანხა უკვე ჩამოგვაჭრეს.
მაგრამ ტცირთის წამოღების შემდეგ (სანამ ის გზაში იყო) მოგვთხოვეს დამატებითი დოკუმენტაცია. ძლივს გავაკეთეთ. მოგვიწია მომწოდებელთან ჩასვლა და ათასი აბრა კადაბრის კეთება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩამოვიდა ტვირთი და ეხლა კიდე ითხოვენ ათას ბიუროკრატიულ სისულელეს.
საბოლოოდ არ ვიცი დავაკმაყოფილებთ თუ არა ყველა მათ ახირებას. მაგრამ ეს ყველაფერი მემგონი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. თუ ვერ დავაკმაყოფილებდი ყველა მათ მოთხოვნას და ვერ შევძლებდი ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებას სესხი არ უნდა დაემტკიცებინათ. არ არის ესე?
ეხლა რა გამოვიდა: ვიხდი პროცენტებს იმ თანხისას, რაც ჯერ არ ამიღია (არც ერთი თეთრი) და კაცმა არ იცის ავიღებ თუ არა. არ არის ღადაობა?

ბარემ აქვე ჩემი დასკვნა რაც მოხდა ბანკში:
იურისტმა მიქარა და გამორჩა ზოგიერთი საკითხი. ვერ გაითვალისწინა რაღაც-რაღაცეები და დაბრო მისცა სესხზე (თუ როგორცაა მანდ არ ვიცი). ამის შემდეგ რომელიღაც ჭკვიანმა უკვე დამტკიცებულ სესხში ხარვეზები აღმოაჩინა. ეხლა ცდილობენ როგორმე გამოძვრნენ, მაგრამ ჩემი კომპანიის ხარჯზე.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი თანხას ვერ გასცემენ?
This post has been edited by Luca Brasi on 2 Apr 2019, 08:27