nutria-113თიბისი ბანკომატებზე უკვე ჩაირთო QR კოდით განაღდება, შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ მობილურით, პლასტიკური ბარათის (და სტიკერის) გარეშე. ნუ ვოლეტის ალტერნატივაა რაა.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ანდროიდებისთვისაა, აიფონებზე ჩაირთვება ეტაპობრივად.
* * *
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...cLSSuCO-jDHsqZUპირველად საქართველოში, „თიბისის“ ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს.
მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს.
QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენტიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი - 3000 ლარს.
„თიბისი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა „თიბისის“ გადახდების განვითარების ლიგის უფროსმა, ვაჟა ბერიაშვილმა.
ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად, IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
This post has been edited by spider77 on 21 Nov 2019, 11:11