თიბისიში აბსოლუტურმა უმრავლესობამ (და ესეთი რამოდენიმე ათეული ათასია), უკვე შეუფერხებლად აიღო დახმარება, მაგრამ ამის აფიშირებას არავინ არ ახდენს და არავინ არ ყვირის, ხალხო ჩვენ უკვე ავიღეთ ეს ფულიო.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ - ვთქვათ მე და თქვენ, სახელმწიფო დახმარება უნდა ჩაგვერიცხოს ერთჯერადი.
ამ დროს თქვენ რაღაც მიზეზების გამო ყადაღა გადევთ ანგარიშებზე, მე კი არა. მიუხედავად ამისა, ბანკს აქვს ვალდებულება, რომ თქვენც აიღოთ ეს თანხა (ანუ ყადაღის მიუხედავდ უნდა შეძლოთ ამ თანხით სარგებლობა) როგორც მე.
ამ დროს რა უნდა გააკეთოს ბანკმა, როგორ უნდა მოიქცეს, რომ თქვენ უკმაყოფილო არ დარჩეთ.
თან გასათვალისიწნებელია, რომ ეს დახმარება ერთჯერადია. ანუ მისაღებია არაორდინალური გადაწყვეტა, რომლიც ერჯერადია და კონკრეტულ ქეისზეა მორგებული და არა მუდმივი პროცესის ნაწილი.
როგორ გგონიათ, მარტივია ასეთო პროცესის ჩატარება რამოდენიმე დღეში და მყისიერად, ისე რომ მომენტაურად დაგაკმაყოფილონ თქვენ, მეც და ჩვენნაირი ყველა ?
მით უმეტეს, რომ ჩვენ არც ორნი ვართ, არც 20 და არც 150 ?!
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...-laria-gacemuli„31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი.
ამ 245 ათასიდან სულ ცოტა მესამედი მაინც თიბისის კლიენტი იქნება,
წარმოგიდგენიათ ფიზიკურად რამხელა მოცულობის სამუშაოზეა საუბარი?
გარდა ამისა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა დახმარების მიმღებმა პირმა სახელმსწიფოს არასწორად მიაწოდა ანგარიშის ნოემრი (მათ შორის უკვე დახურულიც), რომელზეც თანხა უნდა ჩაირიცხოს, გასაგებია რო ეს ტექნიკური ნიუანსია, მაგრამ ხო უნდა ამ ყველაფრის გასწორებას დრო?
ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არავის არაფერი არ დაეკარგება (არცერთი თეთრი).
და კიდევ - სამწუხაროდ შესაძლოა სულ მცირედი ლოგიკური შეფერხება იყოს დროში გაწელილი (ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა), რაც სახეზეა ამ კონკრეტულ შემთხვევებში.
უბრალოდ საწყენია, როცა ადამიანები საქმის გაურკვევლად პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადადიან და როცა გაირკვევა ყველაფერი, ჯერ არა მახსოვს აქ თუნდაც ერთხელ მაინც დაეწეროს ვინმეს, "ვუი თურმე ვცდებოდი", "თურმე შემეშალა", ან "ისე არ ყოფილა საქმე როგორც მეგონა"-ო და ა.შ.
This post has been edited by spider77 on 31 Jul 2020, 17:23