ერთი შეკითხვა მაქვს:
იანვარში მინდოდა სესხის აღება, 1600 ლარის...
რაღაც კურსების გავლა გადავწყვიტე და ნახევარი წინასწარ იყო გადასახდელი...
უცბად დამჭირდა და ახალი წლების მერე აღარ მქონდა ფული და სხვისგან რო მესესხებინა ეგეც მომერიდა, ყველას ხარჯი ექნებოდა მეთქი...
ხო და შევავსე ბანკში განაცხადი 1600 ლარზე...
თვის ბოლოს პრემიას ველოდებოდი და ეგრევე გადავფარავ მეთქი...
ხო და უარი მომივიდა...
არადა არაფერი სესხი არ მქონდა არსად...
თიბისის გარდა არც მქონია სადმე...
4-5 სესხი მქონია თიბისიში, ბოლოს 2012 წელს ერთწლიანი მქონდა 5000 ლარი და ეგეც წინსწრებით გადავფარე, არასოდეს არ მქონია ერთი დღეც კი ვადაგადაცილება...
და 1600 ლარზე მითხრეს უარი...
სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ ხელფასი მაქვს მაგაზე მეტი...
მიზეზი ვერ გავიგე რა უნდა ყოფილიყო, ვერ გეტყვით უარის მიზეზსო...
კიდე კაი სამსახურში დავიჩივლე სწავლისთვის ფული დამჭირდა და თიბისიმ არ მომცა მეთქი და სამსახურმა გადამირიცხა, თორე მომიწევდა ვინმესთან სასესხებლად მისვლა...
თიბისიშიც მყავს ბევრი ნაცნობი, სხვა ბანკებშიც და რო გავიკითხე, ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო - დეკემბერში. ანუ წინა თვეს ტოტალიზატორში ჯერ 1000 ლარი მოვიგე და მერე 800 და ეს 1800 ლარი ბარათზე გადმოვირიცხე ტოტალიზატორიდან (ანუ აქეთ გადმოვირიცხე, ტოტალიზატორში გადარიცხვები კი არ მქონდა) და შესაძლოა ეგ ყოფილიყო მიზეზიო, აზარტული თამაშების რისკიო...
ეგ ყველაფერი კარგი, თუ ითვალისწინებენ მაგ რისკს არა მაქვს პრობლემა, სწორ მიდგომადაც კი შეიძლება ჩაითვალოს...
მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვნახულობ რომ თიბისის კომუნალური გადახდების ჩამონათვალში აზარტული თამაშები დაუმატებია და ტოტალიზატორში შეიძლება თანხის გადარიცხვა ინტერნეტბანკით...
ხო და თუ არის აქ ვინმე თიბისის წარმომადგენელი, იქნებ გამცეს პასუხი რა წესია ტოტალიზატორთან კავშირის შემთხვევაში რო ბლოკავთ კლიენტებს და ამავე დროს ინტერნეტბანკით გადახდებში გაქვთ დამატებული...
This post has been edited by Frankens†ein on 27 Jul 2014, 21:30
მიმაგრებული სურათი
Mens sana in corpore sano...