გამარჯობა
მინდა გითხრა რომ ცოტა სხვანაირად წარმოგიდგენია ეგ ბარათი და შევეცდები დაგაკვალიანო:
ამექსი ანუ ამერიკან ექსპრესი რაც შენ გსურს, არის საკრედიტო ბარათი, შესაბამისად შენს მიერ განაცხადის შევსებიდან იმავე ან მეორე დღეს კი არ დამზადდება, არამედ შეიძლება დამტკიცდეს. შეიძლება უარიც გითხრან. შენი შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის დამტკიცება მოგიწევს დოკუმენტალურად, თუ შემოსავალი საქართველოს ბანკში არ ფიქსირდება.
მაგ ამექსებზე არსებობს 4 ტიპის ბარათი მოკლედ:
1) ამექს რევარდს ქარდ - სადებეტო ბარათია, ანუ რასაც შეიტან, მხოლოდ იმ ტანხის გადარიცხვა/გამოტანა შეგიძლია;
2) ამექს ბლუ (ჩემი ფავორიტი

) საკრედიტო ბარათი მაქსიმუმ 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 1 წლის მომსახურება 25 ლარი ღირს.
3) ამექს გრინ - 6 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით, წლიური მომსახურება 85 ლარი
4) ამექს გოლდ - უფრო მეტი საკრედიტო ლიმიტი. წლიური მომსახურება - უფრო ძვირი

საკრედიტო ბარათებზე ყველგან 55 დღიანი საშეღავათო პერიოდია, მაგრამ სანამ ბარათს შეუკვეთავ, დაწვრილებით აახსნევინე ოპერატორს გირჩევ. არ იცი ეგ ბარათი რა არის და შარში არ გაყო თავი.
დაწვრილებით იხილე აქ >>>>
http://www.americanexpress.com/georgia/homepage_ka.shtml