2 წელია სახელფასო ბარათი დაკარგული მაქვს, მეზარება გადამზადება (!), როგორც კი ხელფასი დაირიცხება მაშინვე გადმომაქვს უნივერსალურ ბარათზე (ინტერნეტბანკით, სატელეფონო ზარით ან სმს-ით), ზუსტად 20-30 წუთში გადახდილი მაქვს კომუნალურები, ძიძა, მინიმალური

არავითარი პრივილეგიით სალაროში არ ვსარგებლობ.
მთავარია როგორ შეხედავ საკითხს, შეიძლება მე ვარ ძალიან ლოიალური

მაგრამ, თქვენ
Neo777 ძალიან კარგ საქმეს უკეთებთ ბანკს. წესით, პრივატბანკის წარმომადგენელმა იუზერმა, რომელიც მართლა ვიცი რომ რეაგირებას ახდენს თითოეულ თქვენს სიგნალზე, ალბათ უნდა დაურეკოს ეხლა იმ ოპერატორს, რომელმაც ხელფასი არ გაგატანინათ დაკარგული ბარათიდან და აუხსნას როგორ ხდება ეს პროცედურა + საშინლად ეჩხუბოს + საყვედური გამოუცხადოს.
დაისჯება ერთი, მიხვდება ყველა დანარჩენი.
არავინ ხელს არ დააფარებს არაპროფესიონალს და, თვალს არ დახუჭავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი არაკომპეტენტურობის გამო ყველა თანამშრომლის კომპეტენცია ეჭვქვეშ დგება და ბანკის ზოგად იმიჯზე ძლიერად მოქმედებს. მთავარია თქვენ, კლიენტებმა თქვათ ხოლმე სად რა პრობლემაა, მერწმუნეთ, მეორედ იგივე აღარ განმეორდება.
აქ ერთერთ სერვისცენტრზე დაწერეთ უხეშად მომექცნენო, არ დავკონკრეტდები რომელზე. დავუსკრინე ჩემს მეგობარს, რომელიც იმ სერვისცენტრის უფროსია და გთხოვთ მენდოთ სიტყვაზე: მაშინვე მიხვდა რომელ თანამშრომელზეც იყო საუბარი, ყველა საჭირო ქმედება ჩაატარა, სამსახურიდან არ გაუშვია მაგრამ ზუსტად ვიცი აუცილებლად დატოვებს ბანკს, კიდევ ერთი მსგავსი საჩივარი რომ შევიდეს.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ მომსახურება არ მოგწონს წადი დანარჩენ 19 ბანკში. მე ვსაუბრობ კონკრეტულად ჩემი ს/ც სახელით, ჩემთვის ყველა კლიენტი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა არა იმიტომ რომ ძალიან ჰუმანური ვარ. ჩემი სერვისცენტრის თითოეულ კლიენტს შემოსავალი მოაქვს, საიდანაც განისაზღვრება ჩემი ანაზღაურების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ ვცდილობ ჩემთან მოსვლა მათთვის კომფორტული იყოს, დაუშვებლად მიმაჩნია კლიენტთან უხეშობა, სხვაგან გადამისამართება, პრობლემის ბოლომდე არ მიყოლა და ზოგადად ზერელე დამოკიდებულება. ამ ეტაპზე პერედისლოკაცია გვაქვს, ვისხნებით ახალ მისამართზე. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა ს/ც არიან გადანაწილებულები, ჩვენი კლიენტები თან დაყვებიან, აი როგორც პოპულარულ სტილისტებს ყავთ ხოლმე საკუთარი კლიენტები, ზუსტად ისე

) ვერიდან სამგორში ან ვაგზალზე რომ წახვალ ფირმის დირექტორი, იმის გამო, რომ კონკრეტულ ოპერატორთან რომ მიიღო მომსახურება, ძალიან ბევრს ნიშნავს.
ასე დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ ხშირად მართლა დაუმსახურებლად ლანძღავთ და შეურაცხყოფას აყენებთ ყველა თანამშრომელს და ძალიან რთულია ამ ყველაფრის მშვიდად წაკითხვა და იმასთან შეგუება, რომ აქ მპოსტავი თუნდაც 2-3 იუზერი, პრივატბანკში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც აქ აღებული ხელფასით ოჯახებს ვარჩენთ, ძროხებად, სექტანტებად, ბრბოდ, ხროვად გვთვლის.
არსებობს პრეტენზიის ონლაინ ფორმა, ასევე სერვისცენტრში სპეციალური ფორმაც. თითოეული ასეთი განცხადება ყველა ბანკში ინომრება და ეროვნულ ბანკშიც ფიქსირდება საჩივრის შინაარსი და გადაწყვეტილება. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ აზრი არ აქვს თქვენი პრეტენზიის დაფიქსირებას.
რა თქმა უნდა მე არ მაქვს არავითარი უფლება, თუნდაც გთხოვოთ, რომ შეწყვიტოთ ეს აგრესიული პოსტები, მაგრამ თუ თქვენი მიზანი პრობლემის აღმოფხვრა და კარგი მომსახურების მიღებაა, 1 სატელეფონო ზარითაც შეგიძლიათ პრობლემის დაფიქსირება. ძალიან კარგად მუშაობს ცხელი ხაზი ამ კუთხით.
მე ადრე თიბისი ბანკი თავის თანამშრომლებიანად საშინლად გავლანძღე ფორუმზე, მართლა იმსახურებდნენ. ოდესმე თუ შევდგამდი ფეხს არ მეგონა, მაგრამ მერე სამომხმარებლო ისეთ კარგ პირობებში გაუკეთეს ჩემი ოჯახის წევრს ( პირდაპირ დავასახელებ კონკრეტულ საკრედიტო ექსპერტს: სოფო ნადირაძე- ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი თანამშრომელი) რომ შემეცვალა წარმოდგენა და დღემდე ვემეგობრები ამ გოგოს. ბანკს რასაკვირველია არა

რაც არ უნდა იყოს, კონკურენტია მაინც )))))
რატომ მოვყევი ეხლა ამდენი ამბავი, თუ მიიღებთ ჩემს რჩევას, გირჩევთ: რადგან ნებით თუ უნებლიედ ბრძანდებით პრივატბანკის კლიენტი, თან ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტით ხართ დაკავშირებული, როგორიცა სახელფასო ბარათი, დაუმეგობრდით ბანკს, დავიჯერო 1 ოპერატორი მაინც არ შეგხვდათ გულისხმიერი, რომლის მომსახურებითაც კმაყოფილი ბრძანდებით? მოდით მაშინ მოგწერთ მისამართს, მობრძანდით და მივხედოთ თქვენს ბარათს

ხოლო თუ უბრალოდ პოსტებს აგროვებთ, წარმატებებს გისურვებთ
Хорошие девочки разбираются в географических картах, плохие в игральных, а умные в кредитных.
რალი-მალი-ტრალი-ვალი, პადმატორნიკ ატარვალი ;)