Meldarionმე როგორც უბრალო ფიზიკური პირი, კლიენტი, ერთი პატარა ანაბრით ყველაფერს უფასოდ ვიღებ
ვიზა კლასიკს (უკონტაქტოს) 4 წლიანს, სმარტივ ბარათს 10 წლიანს, მულტისავალუტო 2 ანგარიშს, ინტერნეტ, სმს და მობაილ ბანკსაც, კომუნალურებსაც უფასოდ ვიხდი და კიდე ათას რამეს ვიღებ, ისე რო ბანკში მხოლოდ ერთხელ მისვლა მჭირდება და ისე, რომ არ ვიყო სახელფასო კლიენტი
განსხვავება ესაა
ვინც უკმაყოფილოა იყვნენ უკმაყოფილოები ყველას თავის ხედვა აქვს.
სტაბილურობას რაც შეეხება საქართველოს ბანკზე მეტად სანდო ბანკები არიან დღეს საქართველოში, მაგრამ შედი და თითო მომსახურებაზე უხადე 3 და 5 ლარები

და ბევრსაც აქვს უკეთესი პროცენტები ყველანაირ სესხზე ვიდრე ქვეყნის ნომერ პირველ ბანკს

მე პირადად ზუსტად საქ ბანკის მომსახურება არ მომწონს, სულ 3 ჯერ ვარ მისული მომსახურების მისაღებად და არცერთხელ დავრჩენილვარ კმაყოფილი (ყველა ყველაფერში კმაყოფილი ვერ იქნება). ერთხელ იყო და გაუაქტიურებელი ბარათი მომცეს (ჯარში ვმსახურობდი და სავალდებულო იყო მაგ ბარათის აღება), მეორედ ბარათის გამოთხოვაზე დავწერე განცხადება და ზუსტად 40 წუთი არკვევდა ოპერატორი მენეჯერთან ქონდა თუ არა მაგის უფლება და მესამედ დედაჩემს განვადება ქონდა და რომ დაფარა სრულად მერე ანგარიშის დახურვა მოვითხოვე და ვერ დახურეს, რადგან სხვა ს/ც-ში იყო გახსნილი.
კმაყოფილებაზე რომ ვისაუბრო არასდროს გამოვსულვარ უკმაყოფილო რესპუბლიკადან და თიბისიდან, მაგრამ საშინლად მძულს კონსტანტა და პრივატი. ერთმა ინბოქსი რო აქვთ ანაბარი მაგის დარღვევაზე 3 დღე მალოდინა და მეორემ სულ ტყუილად უმიზეზოდ გააშავა მამაჩემი და დაუყადაღა სახლი. (სხვათაშორის ამ დაყადაღებაზე ინფორმაცია მაშინ გაიგო, როცა სხვაგან სესხს ვიღებდით და უზრუნველყოფაში იდებოდა მამაჩემზე გაფორმებული სახლი, მანამდე არც არავის უთქვამს რომ სახლი დაგიყადაღეთო, ჩვენც არ მოგვიკითხია, რას წარმოვიდგენდით)
მოკლედ რისი თქმა მინდა, ყველას თავის ხედვა აქვს რა, ზოგს ერთი მოსწონს, ზოგს მეორე
პ.ს. არ ვსაუბრობ როგორც ლიბერთის თანამშრომლის პოზიციიდან