#49029427 · 13 Oct 2016, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბანკში დეპოზიტზე რომ დადებ ფულს, ის შენი კი არა, ბანკისაა. ანუ, შენ ბანკს ასესხე ფული, იმან კი თამასუქი მოგცა. ბანკი თუ გაკოტრდა, აქტივები გაიყიდება და იქიდან მიღებული თანხა გადანაწილდება ყველა მევალეზე, მათ შორის დეპოზიტორზე.
საქართველოში არც ერთი ბანკი არაა უსაფრთხო. უსაფრთხო ბანკები არის აშშ-ში და ევროკავშირში, სადაც 100 ათას დოლარამდე და ევრომდე დეპოზიტები დაზღვეულია. მაგის ზემოთ კი შეიძლება დაკარგო. შესაბამისად, საქართველოში ლარზე 10-15% მიღება შეიძლება წლიურად, აშშ-სა და ევროპაში კი 1%-საც არ გაღირსებენ.
საქართველოს სხვადასხვა ბანკებში ფულის გადანაწილება რისკს ბევრით არ შეგიმცირებს, რადგან მაგათ მსგავსი აქტივები აქვთ და ერთს თუ მოეხაზე, სხვებსაც წყალი ექნებათ შეყენებული. თანაც, დეპოზიტორები მიასკდებიან და ლიკვიდურობას გამოაცლიან.
|