#61151492 · 10 Apr 2024, 21:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო,მოკლედ ასეთი დილემის წინაშე ვარ.ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია თანამშრომლობს თბს-თან,დაინტერესებული ვარ 10 წლიანი იპოთეკით,5 წელიწადზე იქნება ფიქსირებულიო 10.2%,დანარჩენი მცურავი იქნება რაღათქმაუნდა,წინსწრებაზე ათმაგის ოდენობა შეიძლება,ქონების დაზღვევა ამოღებულია და სიცოცხლის დააზღვევა რჩება დ აპლიუს 300 ლარამდე გაცემის საკომიო,თუმცა ეს ზეპირი პირობები მითხრეს და ხვალ უნდა მივიდე ადგილზე,ხოლო მეორე ბანკი მთავაზობს 12% ოღონდ სრულად ფიქსირებულს პლიუს დაწევის პერსპექტივით და ამოღებული აქვს ქონების და სიცოცხლის დაზღვევა,საბოლოო ჯამში თბს-თან შედარებით 60 ლარია სხვაობა ყოველთვიურ გადასახადს შორის,წინსწრებაზე იგივე პირობაა.ხოდა აი აქ მჭირდება დახმარება,რას მივაქციო ყურადღება,რომელი პუნქტი გადავიკითხო,შემიძლია თუ არა,რომ რამე დავაკორექტირო ხელშეკრულებაში და სასურველი პუნქტით შევცვსლო,ვიცი რომ წვრილმანებშია მაიმუნობა,დამტკიცრბის საკომიო,გაცემის საკომისიო,სიცოცხლის დაზღვევა და ა.შ.ან თუ შემიძლია ეს პირობები მივუტანო მეორე ბანკს და დაველოდოის შემოთავაზებას? ან ამ ფიქსირებულ და ნახევრად ფიქსირებულს გავყვე? 5 წლის მერე რაიქნება დ აიქნებ უკეთწსობა იყოს იმედით დავრჩე? მითხრა თბს,რომ მაქსიმუმი + არის 2.5 % რეფინანსირების განაკვეთზეო და მაინც გამოცდილმა ხალხმა ორიოდე სიტყვით წამახმარეთ,რა პუნქტებზე გავამახვილო ყურადღება
|