#61381521 · 3 Jul 2024, 19:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ შეცდომით განვათავსე ორდერი და შემდგომ მივიწერე და მოვითხოვე გაუქმება (ebay-ზე) დასტური მივიღე, რომ ორდერი გაუქმდა და 3-5 დღემდე დაჭირდება რომ თანხა დამიბრუნდეს.
მე-3 დღეს თანხა არ ამესახა და დავურეკე ბანკს (საქართველოს ბანკი) მოვუყევი სიტაუცია რაზეც მთხოვეს მათთან გადამეგზავნა ის გაუქმების დასტური. შემდგომ კი მითხრეს რომ 3-5 დღემდე რადგან არის მე-5 დღესაც დევლოდოთ.
მე-5 დღეს რომ დავურეკე იგივე პროცედურა მთხოვეს, იმ დასტურის გადაგზავნა, ხოლო ამჯერად მითხრეს რომ 5 დღე კი არის გასული, მაგრამ თანხას ბლოკირებას ვერ მოვხსნით, რადგან +2 დღე უნდა იყოს გასული. ჩაინიშნეს ჩემი ნომერი მაგრამ მე8 დღე რომ მოვიდა არავის დაურეკია.
მე-8 დღეს მე დავურეკე ისევ, ანალოგიურად გადაგზავნა მთხოვეს, ოღონდ მაჯერად მითხრეს რომ გაუქმების წერილი არაა, რომ უბრალოდ ჩეკიაო ის რაც აქამდე გავუგზავნე და 14 დღე უნდა გავიდეს რომ თანხა დამიბრუნდეს.
რამოდენიმე წლის წინ მქონია ანალოგიური შემთხვევა, ოღონდ კარგად მახსოვს რომ ბანკის თანამშრომელმა ჩემს თავზე პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში მოხსნიდა იმ ბლოკს და ზუსტად მასე მოხდა. შეკვეთის გაუქმებიდან 24 საათში თანხა ანგარიშზე ამესახა.
ამჯერად რა მოვიმოქმედო, როგორ ავაჩარო პროცესი?
--------------------
▢ AMD Ryzen 7 9800X3D ▢ Asus ROG Strix X870-F ▢ Samsung 990 Pro 4TB ▢ Corsair Dominator Titanium 64GB 6000 CL30 ▢ TRYX Panorama 360 ▢ AORUS Master RTX 5070 Ti ▢ Corsair RM1000x Platinum ▢ Lian Li O11 Vision Compact
|