რადგან მე შემხვდა წინააღმდეგობა, ჩანს სხვასაც ექნება, მაგრამ სათანადო თემა ვერ ვიპოვნე და განხილვა და ინფორმაციის მიღება მინდა. გვაქვს შემდეგი სიტუაცია:
საიტზე ონლაინ გადახდების უზრუნველყოფის მიზნით მივმართეთ თბს-ს და საქართველოს ბანკს, და დაიწყო რა დაიწყო ...
ბიზნეს-მოდელი არის ოდნავ განსხვავებული სტანდარტული მარკეტპლეისებისგან. არ არის აუქციონი, არ ყიდის უაქციზო საქონელს, არც აქციზიანს, არ ნარკოტიკბს და ა.შ. - სრულიან კანონიერ, საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილ პროდუქტზეა ორიენტირებული, ვთქვათ, ქარის მინი-გენერატორებზე და ელექტროპიანინოებზე! საიტზე არ იქნება განთავსებული ასეულობით და ათასეულობით პროდუქტი, შეიძლება იყიდებოდეს 1 პროდუქტი, ან 15 სხვადასხვა პროდუქტი ერთდროულად მაქსიმუმ, თუმცა ეს არ არის "ჩვენი" პროდუქტი, ის შეიძლება იყოს მუსიკის სახლის და ჩვენი შემოსავალი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ საკომისიო გაყიდვებიდან. ჩვენი შემოსავალი ყველა შემთხვევაში არის მხოლოდ საკომისიო!!
ეს მოკლედ.
შეიძლება რამოდენიმე კვირა ჭირდებოდეს პასუხს და საბარათე სისტემაზე დაშვებას? როგორც აღმოჩნდა დიახ, შეიძლება
მირჩიეთ რამე!. სტრაიპი და სხვა გლობალური გადახდები ქართულ სივრცეში არ ოპერირებენ როგორც ვიცი და
სხვა გზა არსებობს?