100%-ით გეთანხმები, მაგაზე ჩემთვის ორი აზრი არ არსებობს.
და MASS EFFECT-მა ამ აზრის ჩამოყალიბებაში ჩემთვის ძალიან დიდი როლი ითამაშა.
თავიდანვე მიმაჩნდა რომ RPG ჟარის თამაში (და არამარტო RPG) არის კარგი წიგნივით. წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, ფილმი რომელიც უნდა ნახო. ამ სამს კიდევ ის აერთიანებს რომ სამივე ამბავს გადმოგცემს,
ამბავი არსებობს კარგი და ცუდი.
მე პირადად კარგი ამბის მოსმენას/წაკითხვას/ნახვას არაფერი მირჩევნია,
არაფერი! აღარაფერს ვამბობ კარგ ამბავზე რომელშიც მონაწილეობის მიღების საშუალება მეძლევა (მიხვდით რასაც ვგულისხმობ ^^).
თამაშში გატარებული საათები (მითუმეტეს RPG ჟანრის) რომელიც არც ისე ცოტაა ზოგი ადამიანისთვის, სულაც არ მიმაჩნია ჰაერში გაფრენილს საათებად.
რომ შევადაროთ ორი ადამიანის ცხოვრება რომელი ორიდანაც ერთის ჰობია დალევა, ხოლო მეორესი კი თამაში, საიდანაც მთელი ცხოვრების მანძილზე ორივემ ძილს დაუთმეს მთელი ცხოვრების დროის 40%, ტუალეტში 5% ჭამაში 20% ხოლო ჰობის, ანუ დალევას/თამაშს 30%(არც ისე ცოტაა). ვინ გაატარა იცით უფრო საინტერესოდ ცხოვრება? გეიმერმა.
სანამ ერთი სვამდა, მეორე ციხეს იღებდა ეპიკურ ბრძოლაში.
სანამ ერთი სვამდა , მეორე უცხოპლანეტელთა ახალ რასასთან ცდილობდა ურთიერთობის მოგვარებას.
სანამ ერთი სვამდა, მეორემ სამყარო გადაარჩინა.
სანამ ერთი სვამდა, მეორე მოკლეს, გააცოცხლეს შემდეგ კიდევ მოკლეს და კიდევ გააცოცხლეს რადგან ბლიად DeadSpace-სს თამაშობდა და ჩაიჯვა შიშისგან!
სანამ ერთი სვამდა, მეორემ რაიხსტაგი აიღო.
სანამ ერთი სვამდა, მეორემ მთელი მსოფლიო დაიბყრო.
სანამ ერთი სვამდა, მეორემ ვიეტნამის ომი ამერიკას მოაებინა.
სანამ ერთი სვამდა, მეორემ დემონთა ხროვა გაჟლიტა.
სანამ ერთი სვამდა, მეორე დრაკონზე იჯდა და ხალხს აწიოკებდა.
კი მეტყვით ეს ხომ ვირტუალური იყოო, მარა რა დარჩა მსმელის გონებაში ცუდზე (პახმელია, გულის რევა, შარი, კიდევ პახმელია) მეტი? (ბაზარი არაა ბევრი კარგი რამაც რჩება მარა... ვისთვის როგორ)
გეიმერის მოგონებებში კი ბევრი რამ დარჩა რასაც უკვე არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს ფიქტიური იყო ეს თუ ფაქტიური. გონებამ საზრდო მიიღო.
მარა არ დაგავიწყდეთ ყველაფერში ზომიერების დაცვა.
არც დალევაა ცუდი და არც თამაში, მარა ბევრი თაფლიც მავნებელიაო ^^
ისე ეს ტექსტი ანტიგეიმერთა კლუბში უნდა გადავიტანო, მგონი რაღაც კაი გამოვიდა XD
This post has been edited by saruman on 15 Feb 2010, 23:06