Fatalეჰ დავიღალე ამდენი სისხლის ღვრით ჩემო გივი, თან სიბერეც შემომეპარა და გადავწყვიტე ჩავაგო მახვილი და სამეფო ინტრიგებს მივჰყო ხელი მოზერასთან ერთად
ბრძოლების აღწერის ისტორიებს კი არ მოგაკლებთ
აი აჩრდილის მონათხრობიც:"აქა ამბავი აჩრდილის გამარჯვებისა რუს ინტერვენტსა ზედა, ანუ "ძლევაი საკვირველი"!
მაშ ასე: აჩრდილი - მაიას ცივილიზაცია, Pyc_Voevod - იაპონელები. რუკა - მიჩი. შენდაუკა!
ორი ნოუ-ზიგე ცივილიზაცია შეეტაკა ერთმანეთს მაისის თბილ და მზიან დილას. იაპონელებმა ნაქები ტრებუჩეებით დაიწყეს შეტევა და ტყის პირას არსებული მაიას სამხედრო ნაგებობები გაანადგურეს. დამხვდურმა ცივი გონება შეინარჩუნა და უკან ააშენა დამატებითი ნაგებობები. თანაც 2 ციხე დაუნგრია იაპონელს ტრებუჩებით, იმოქმედა რა პრინციპით "შამაჰკარ და გაეცალე".
ამასობაში გამყოფი ტყეც დაილია და დაიწყო ომი სისხლისმღვრელი, ჩეხვაი გულისშემძრავი. ვიწრო გასასვლელის პირას მაიას ნაქები მშვილდოსნები მტრის ქვეითებს ავლებდნენ მუსრს. იაპონელი ონაგრებით ახერხებდა დროდადრო მშვილდოსნების ჟლეტას მაგრამ საპასუხო დარტყმები ღირსეული იყო! შუადღე რომ გადავიდა, მტერს ასე განსაჯეთ რესურსები გამოელია(თუმცაღა მეტი მუშა ყავდა როგორც აღმოჩნდა). როცა შეატყო რომ პირველ ფრონტზე პოზიციებს კარგავდა, მეორე ფრონტი გახსნა და ჩემპიონების ურდოები შემოუსია მაიას ბანაკს. ისევ სიმშვიდე და გონებაი ცივი! მტერს არბალეტისტები და ფრთიანი მშვილდოსნები, ციხესიმაგრით ზურგგამაგრებულნი დახვდნენ და ფატალური შედეგის პრევენცია მოახდინეს. ამასობაში მთავარ ფრონტზე რამებით, არწივ–მეომრებით და შუბოსნებით მასირებული შეტევა განხორციელდა. დაიმსხვრა და დაილეწა მტრის 3–4 ციხესიმაგრე, უამრავი სამხედრო ნაგებობა და აჰა, მტრის გულში არწივ–მეომრებმა მასაკა წამოიწყეს! რამებმა 2–3 ქალაქის ცენტრიც დაანგრიეს და მაიას ციხესიმაგრეც ამაყად აღიმართა მტრის შესაზარად!
ამასობაში იაპონელს ჩვენი ბანაკის მარჯვენა ფლანგი მთლიანად დაეპყრო და შუბოსნებ–ჰალბერდიერები მასიურად შემოესია უწყინარი ინდიელი გლეხებისათვის. ოციოდე არწივმა მუსრი გაავლო მტრის შუბოსნებს და რამებს.
ბევრი რომ აღარ შეგაწყინოთ თავი, მიაგნეს რა მაიას რამებმა მტრის ეკლესიას, დაანგრიეს და უკანასკნელი ფინანსური წყაროც დაუხშეს მტერსა! და ჰოი საკვირველებავ, მტერი დანებდა!
სტატისტიკა: მოვკალით 3200, დავკარგეთ 1400.
ასე გათავდა ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა!
* * *
აი კიდევ ერთ-ერთი ბრძოლის შესახემ მემატიანეს მიერ გაკეთებული ჩანაწერის ნაგლეჯი..."განსაკუთრებული სიმძაფრით ბოლო ბრძოლა გამოირჩეოდა. გოტების და ესპანელების ლაშქარს ფრანკებისა და მაიას არმიები დაუპირისპირდნენ. გოტებმა მაიას ქალაქის დაპყრობა მოახერხეს თავიდან, მაგრამ ინდიელებმა მაინც მოახერხეს ფრანკების სახელმწიფოში შეხიზვნა და დამცავი ზღუდეც კი ააშენეს გოტების უთვალავი მეომრების შესაჩერებლად.
ამავე დროს სასტიკი პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა ფრონტის მეორე მხარეს ესპანელებსა და ფრანკებს შორის. ესპანელები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მოზღვავებულ კავალერიას. ფრანკები წინ ვერაფრით ვერ წაიწიენ სანამ მაიას მომძლავრებული ქვეითი ჯარი არ წამოეხმარათ.
დაცვით ზღუდესთანაც ბევრი მეომარი დაეცა. მაიას ტომი და ფრანკები ერთობლივად აჩერებდნენ გოტების ქვეით ჯარს. მიუხედავად ამისა გოტებმა რამდენჯერმე მაინც მოახერხეს ქალაქში შემოვარდნა, 2 ციხესიმაგრის გადაწვა და მოსახლეობის აწიოკება. საბოლოო ჯამში უსასტიკეს და დაუნდობელ ბრძოლაში ფრანკებისა და მაიას ტომების კოალიციამ დაამარცხა ესპანელები და გოტები. სტატისტიკის მიხედვით დაიღუპა 6000-მდე მებრძოლი ორივე მხრიდან. განადგურდა 350-მდე შენობა. "
* * *
მორიგი სისხლიანი ბატალიის აღწერა...იაპონელების და ესპანელების არმიები მოკავშირე მაიას, ფრანკების და ბიზანტიელების სამეფოებს დაუპირისპირდნენ. საბრძოლო რუკა რამდენიმე პატარა და ერთი ცენტრში მდებარე კუნძულისგან შედგებოდა. მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ რომ საბრძოლო გემებს არ გამოიყენებდნენ. ნებადართული იყო მხოლოდ სათევზაო, სატრანსპორტო და სავაჭრო გემების დამზადება.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ცენტრში მდებარე რესურსებით მდიდარი დიდი კუნძულის დაპყრობას. რომელი მხარეც მოახერხებდა ამის გაკეთებას, ბრძოლის ბედიც 70% -ით მის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.
თავიდანვე ცენტრისთვის ბრძოლაში ესპანელები და ფრანკები შეეჯახნენ ერთმანეთს. სასტიკი ბრძოლების შედეგად ფრანკებს მოუწიათ პოზიციების დათმობა და კუნძულის სამხრეთით უკან დახევა. სამხრეთში კი ლტოლვილ ფრანკებს იაპონელი სამურაები დახვდნენ და ბოლო კაცამდე აკუწეს. შედეგად ფრანკები გამოეთიშნენ თამაშს. მოკავშირე ესპანელებმა და იაპონელებმა ახლა გადაწყვიტეს მთავარი კუნძულის დასავლეთით გამაგრებული მაიას ტომების განადგურება. ამ უკანასკნელებს დიდი შანსები არ ჰქონდათ გამკლავებოდნენ ესპანელ კონკისტადორებს, პალადინებს და იაპონელ სამურაებს. როგორც მოსალოდნელი იყო ცოტა ხანში კუნძული მთლიანად ესპანურ-იაპონური კოალიციის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. მაიას ლტოლვილი მოსახლეობის ნაწილი უკიდურეს დასავლეთში მდებარე პატარა კუნძულს შეეხიზნა, ნაწილი კი ჩრდილოეთ საკმაოდ მოზრდილ კუნძულზე გამაგრებულ ბიზანტიელებს.
ბიზანტიელები წინა ბრძოლებში საერთოდ არ ჩარეულან და დიდი რესურსის და არმიის დაგროვება შეძლეს. კუნძულიც მტკიცედ ჰქონდათ გამაგრებული. (ყველა მხარეს საბრძოლო "ბომბარდ ტაუერები" იდგა რაც კუნძულის აღებას საბრძოლო გემების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელს ხდიდა).
ესპანელების და იაპონელების რამდენიმე მცდელობა გადაესხათ დესანტი მტრის ზურგში, უშედეგოდ დამთავრდა. ბიზანტიელებმა შეძლეს ნაპირთან მოახლოებული ექვსივე ჯარით და ტრებუშეტებით გაძეძგილი გემის ჩაძირვა. მაიას ტომებმაც ისარგებლეს ამ მარცხით და მთავარ კუნძულზე კონტრ-დესანტი გადმოსვას, ციხესიმაგრეც ააშენეს და დაერივნენ მშვიდობიან მოსახლეობაც, რომელიც რესურსების შეგროვებით იყო დაკავებული.
ესპანურ-იაპონურმა ალიანსმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ჯარები გაიგზავნა მაიას თავხედობის აღსაკვეთად და უკიდურეს დასავლეთში მდებარე კუნძულის ასაღებად. სულ ცოტა ხანში მისია შესრულებულ იქნა და მთელი კონცენტრაცია კვლავ ბიზანტიელებზე გადავიდა. ესპანელებმა დაამზადეს დიდი რაოდენობით კამიკაძეები, ხოლო იაპონელებმა მათი სახელგანთქმული ტრებუშეტები და სატრასპორტო გემებით კუნძულის ყველაზე ადვილად მისადგომ ადგილას გადასვეს. ბიზანტიელებმა 3 გემი მაინც ჩაძირეს, მაგრამ 5-მა მაინც მოახერხა ჯარის გადასმა.
სასტიკი ბრძოლა ატყდა....... კამიკაძეებმა შეანგრიეს დამცავი კედლები, ტრებუშეტები კი "ბომბარდ ტაუერებს" უკიდებდნენ ცეცხლს. ბიზანტიელმა კატარფაქტებმა საბოლოოდ გაანადგურეს დესანტი, თუმცა თავადაც დიდი ზარალი ნახეს. პირველ დესანტს მოყვა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მხოლოდ მეექვსე დესანტზე ალიანსმა მოახერხა ნელ ნელა კუნძულძე დაფუძნება. პირველად ესპანელებმა კაზარმა ააშენეს მტრის ტერიტორიაზე ჯარის ტრანსპორტირება რომ აღარ დაჭირვებოდათ. ამას მოყვა ციხესიმაგრის აშენებაც. ბიზანტიელებმა როგორც იქნა უკან დაიხიეს. იაპონიის სარდლობამ დამატებით 20 ტრებუშეტი გაგზავნა კუნძულზე, რომელთაც პირწმინდად მიწასთან გაასწორეს ბიზანტიური ნაგებობები. კეისარი მიხვდა ბრძოლის გაგრძელებას აზრი რომ აღარ ჰქონდა და დამამცირებელი ზავის პირობებს დათანხმდა.
სულ ეს იყო........
* * *
მორიგი სისხლისმღვრელი შეტაკების ფრაგმენტები....www.zone.com-ზე გამართული სარეიტინგო ბრძოლის შესახებ:
თურქები და ბრიტონები (საქართველო), ჰუნებისა და ჩინელების (რუმინეთი, გერმანია) არმიებს დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა ხრიოკ უდაბნოში გაიმართა. ხე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა თუ არ ჩავთვლით შუაში გადაჭიმულ პალმებით დაფარული ოაზისს. თურქებმა სწრაფად მოახერხეს განვითარება და მეზობლად დასახლებული ჰუნების ტომების წინააღმდეგ ბლიც-კრიგის ხერხს მიმართეს. მარბიელმა ჯარმა ჰუნების მომთაბარე გლეხების განდევნა მოახერხა ტყით მდიდარი რაიონებიდან. ჰუნებმა არად ჩააგდეს პირველი წარუმატებლობა და საკმაოდ მოზრდილ ცხენოსან კავალერიას მოუყარეს თავი, რომელსაც დაევალა თურქების ფერმებზე კონტრ-იერიშის მიტანა. საკუთარი ბაზიდან მოშორებულმა თურქულმა ჯარმა უკან დაბრუნებას სწრაფად ვერ მოახერხა. ჰუნების მოზრდილ კავალერიას რამდენიმე აქლემზე ამხედრებული თურქი იანიჩარი დახვდა. გაჩაღდა სისხლის ღვრა..... წითლად შეიღება მიდამო..... თურქი გლეხების თავგანწირვამ თავისი გაიტანა. დიდი მსხვერპლის მიუხედავად მათ შეძლეს ქალაქის ცენტრში თავდაცვითი ნაგებობის აშენება. ამასობაში არმიამაც სულზე მოუსწრო ქალაქს და ჰუნთა თარეშის აღკვეთა მოხერხდა.
მეორე ფრონტზე (ე.ი. ბრიტონები ჩინელების წინააღმდეგ) ბრძოლის მსვლელობა ცოტა განსხვავებულად განვითარდა. ჩინელთა სამხედრო ხელმძღვანელობამ ორჯერ სცადა ფრონტის ხაზის გარღვევა და მტრის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობის დაწყება. ორივე მცდელობა აღკვეთილ იქნა, ნაწილობრივ ბრიტონი მშვილდოსნების მიერ, რომელნიც საოცარი სიზუსტით ხმარობდნენ ცნობილ ინგლისურ მშვილდს და მოწინააღმდეგეს მოახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. მცირე შეტაკებებს სულ მალე გენერალური ბრძოლა მოჰყვა........ ჩინელების სახელგანთქმულ "ჩუ-კო-ნუ"-ებს და საბრძოლო აქლემებს ბრიტონული ქვეითი ჯარი და მშვილდოსნები დაუპირისპირდნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ბრიტონებმა იძალეს და ჩინელები საკუთარი ქალაქის კედლებში შერეკეს. ჩინელი იმპერატორი მიხვდა ბრძოლის გაგრძელებას აზრი რომ არ ჰქონდა და გადადგომა არჩია.
მოკავშირის დამარცხების მიუხედავად ჰუნები ფარ-ხმალის დაყრას მაინც არ აპირებდნენ. საკუთარი ტერიტორიის დათმობა კი მოუხდათ, მაგრამ ჩინელების ქალაქს შეეხიზნენ და მტკიცედ გაამაგრეს პოზიციები.
ბრიტონულ-თურქული ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობამ მსხვერპლის შემცირების მიზნით ფართო მასშტაბიანი ოპერაციების ნაცვლად, სხვა ტაქტიკა აირჩია: პერიოდულად ორი მხრიდან იგზავნებოდა მარბიელი ჯარი, რომელიც ძირს უთხრიდა ჰუნების ეკონომიკას. დროთა განმავლობაში ჰუნების სახელმწიფო ძალიან დასუსტდა და ვეღარ ახერხებდა შთამბეჭდავი არმიის გამოყვანას. საბოლოოდ მათ ვეღარ გაუძლეს ორივე მხრიდან მოზღვავებულ იანიჩრებს, მშვილდოსნებსა და ტრებუშეტებს, რომლებიც გზადაგზა სიკვდილსა და ცეცხლს სთესავდნენ. ჰუნების მეფემ ტყვედ დანებებას სიკვდილი არჩია.......

One more....არაბებისა და ბრიტონების სამეფოები (საქართველო, იტალია) მონღოლებისა და კელტების (აშშ) სახელმწიფოების წინააღმდეგ ამხედრდნენ. ბრძოლის ველზე ადრეც ბევრი შეჯახება იყო მომხდარი და ადგილმდებარეობა სულ მთლად გავერანებული გახლდათ. ძალიან ძვირად მოიპოვებოდა საჭმელი და აქა-იქ რამოდენიმე გამხმარი ხისათვისაც შეიძლებოდა მოგეკრათ თვალი. თუ მთლად გაიჭირვებდით, სამი-ოთხი მიტოვებული ქვის და ოქროს საბადოებიც შეიძლება მოგეძებნათ.
პირველი სამხედრო ოპერაცია ბრიტანულმა არმიამ განახორციელა. მათ ბლიც კრიგის პრინციპის დაცვით მონღოლების ტერიტორიაზე ააშენეს რამოდენიმე სამხედრო ნაგებობა და სამეთვალყურეო პოსტი. ბრიტონებს არაბების მზვერავი კავალერიაც წამოეშველა და მუსრი გაავლო მონღოლების ოქროს საბადოში და ხეზე მომუშავე გლეხებს. ეს ძალიან მძიმე დარტყმა გახლდათ მონღოლებისათვის, ისინი ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდნენ ორი მხრიდან და რესურსების შეგროვებას ვეღარ ახერხებდნენ, რათა ჯარი შეეკრიბათ და საპასუხო დარტყმა განეხორციელებინათ. რამოდენიმე ქალაქის მაცხოვრებელმა კი სცადა კელტების ქალაქს შეხიზნოდა, მაგრამ ამაოდ..... გზაში გარეული მგლებისა და არაბული კავალერიის მსხვერპლნი გახდნენ.....
კელტები ბრძოლაში არ ჩარეულან. მათ შეძლეს შთამბეჭდავი არმია შეექმნათ და არაბების ქალაქზე გასალაშქრებლად ემზადებოდნენ. არაბთა სარდლობამ ბრიტონებთან შეთანხმებით საპირისპირო სტრატეგია შეიმუშავა. 20-მდე გლეხს დაევალა შიგ კელტების ქალაქში ციხესიმაგრის წამოჭიმვა. პარალელურად გლეხების დაცვა დაევალა არაბ მამელუქებსა და ბრიტონ მშვილდოსნებს. ამ საკმაოდ სარისკო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მიუხედავად კელტების ქვეითი ჯარის გააფთრებული წინააღმდეგობისა, ციხესიმაგრე მაინც აშენდა, თუმცა მანამდე ბევრმა მეომარმა ნახა მის კედლებთან სამუდამო განსასვენებელი..... საბოლოოდ საალყო იარაღების დახმარებით კელტების ქალაქისაგან არაფერი არ დარჩა..... ლტოლვილმა გლეხებმა ტყეს შეაფარეს თავი......
* * *
ვაითის მონათხრობი... 
მე რომ გითხრათ მაგრად ვთამაშობთქო აშკარად მოგატყუებთ მაგრამ რაღაც რაღაცეები გამომდის, ეხლა ჩემ გუშინწინდელ ბრძოლას მოგიკყვებით, მაგრად ვიკაიფე, მოკლედ ოფისში 3 კომპზეა დაყენებული თამაში და Lan-შიც სამნი ვთამაშობდით, კაჟდი ზა სიბია:
მე ესპანელებით ვიყავი, თამაში მდინარეებიან კონტინენტზე მიდიოდა, სახელი არ ვიცი რა ქვია, მოკლედ ჩემი ორი მოწინააღმდეგე თავიდანვე ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა, რა დავუშავე ვერ გავიგე მარა მაინც, (ის ორნი ერთ ოთახში იჯდნენ მე კიდე ცალკე) ამ დროს მე ჩემტვის მშვიდობიან არსებობას განვაგრძობდი, ის ადგილი სადაც მე ვიყავი განთავსებული რაღაც ძაან მდიდარი იყო ქვის მარაგიტ, მეც ვაშენებდი და ვაშენედი კედლებს მტრისგან თავის დასაცავად, მერე ორი მუშა გადავგზავნე სხვა სანაპიროზე სადაც ძალიან დიდი ტყე იყო, და მათი არსებობა სულ დავივიწყე
ამ დროს მე უკვე კაი დიდი მარაგები მქნდა შექმნილი, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ერთიანი ძალით შემომიტიეს და ჩემი საცოდავი არმია სულ "კაცი კაცსა შემოსტყორცნეს" ჩემი ხის მარაგიდან დარჩა 0 , ისევე როგორც ხალხისგან მაგრამ სამაგიეროდ მქონდა უამრავი ოქრო, საკვები და ქვა, თუმცა ჩემი ყველა შენობის დანგრევის შემდეგ დავრჩი იმ გადანახული 2 მუშის ამარა, მოწინააღმდეგეებს დაეზარათ მათი პოვნა და დაუბრუნდნენ საწყსს მდგომარეობას რათა ახლა ერთმანეთისთვის დაეცხოთ, მე კი ვდგავარ შუა ტყეში აქეთ მდინარე ჩამომიდის მაქვს უმრავი რესურსი მაგრამ არ მაქვს ხე, შევეცადე მომეჭრევინებინა მაგრამ მუშებმა ხე სადღაც უნდა შევიტანოთო ამისთვის კი სულ რაღაც 40-50 კუბამეტრი ხე მინდოდა. რა უნდა მექნა ?? გადავდე თავმოყვარეობა გვერდზე და შევედი მეორე ოთახში, ვეუბნები მტრის მხედართმთავრებს ცოტა ხე გამიცვალეთ და მე თქვენ ქვას მოგცემთო, ერთი სასტიკ უარზე დადგა რაც გინდა ის გიქნიაო მეორე დახარბდა და 50 ხეში 2000 ოქრო და 2000 ქვა მთხოვა--- სპეკულიანტ!!! ავდექი და მივეცი რასაც მთხოვდა სამაგიეროდ უკვე ხის მოპოვება შემეძლო. დავიწყე ფლოტის აღორძინება მართო პუშკიან გემებს, და მათ დამცველ გალერებს ვაშენებდი, და აი როცა ჩემ მტრებს ერთმანეთში გადამწყვეტი ბრძოლა ქონდათ მე ჩემი არმადით გამოვეცხადე, ფლოტი ორად გავყავი, ერთი ერთი მოწინააღმდეგისკენ გავუშვი მეროე მეორესკენ, ორივეს თითქმის ყველა შენობა დავუნგრიე და ის იყო ამ მომენტისთვის უკვე გამზადებული ჩემი ცხენოსნები უნდა გადასულიყვნენ შეტევაზე რომ ორივე მოწინააღმდეგე სამარცხვინოდ გაიქცა ბრძოლის ველიდან, გამარჯვება და სახინკლე ესპანელებს დარჩათ
This post has been edited by ATO3E on 25 Apr 2006, 15:15