Bეკა_გრავა ხარ ძმაო, ხედავ სად შევხდით ერთმანეთს, ხომ იცი წწწ.ტწცენტერ.ნეტ-ის ფორუმზე შენ ჩემი ხმა ხარ
ერთიანად მობილიზებული ქართული ჯარი რამდენიმე სახეობისგან შედგებოდა, რომლებიც თავის მხრივ ქვესახეობებს, ანუ თამაშის ენაზე რომ ვთქვათ ქვესახეობებს შეიცავდნენ. ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები იყო სამეფო, ანუ სახელმწიფოს რეგულარური ჯარი, რომელსაც სახელმწიფო ხაზინა ინახავდა და ემორჩილებოდა უშუალოდ მეფეს (თუმცა მეფე ერთიანი ჯარის მთავარსარდალი იყო ამავდროულად, ხოლო ). შემდეგ მოდიოდა სადროშოების ჯარი, სულ იყო 12 სადროშო, ანუ საერისთავო, ყველა ერისთავს ვალდებულება ჰქონდა 1000 კაცი გამოეყვანა თავისი სადროშოდან მეფის ბრძანებით, სადროშოში შედიოდა მინიმუმ (!) 1000 კაცი, სადროშოს, ანუ იგივე ათასეულის მეთაური იყო სპასპეტი (Spaspeti), რამდენიმე სადროშოს ბრძოლის დროს ერთ ფლანგზე განლაგებას ხელმძღვანელობდა სპასალარი (Spasalari), ამირსპასალარი კი იმდროეინდელი სამხედრო მინისტრი იყო და მეფის დავალებით ითავსებდა ასევე გენ. შტაბის ფუნქციებსაც. შემდეგი ჯარის სახეობა იყო მენაპირეთა ჯარი, რომელიც ასევე რეგულარული მსახურეული აზნაურებისგან შედგებოდა ემორჩილებოდა საზღვრისპირა ერისთავს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა მეფისაგან სახელმწიფოს ამა თუ იმ მონაკვეთის საზღვრის დაცვა.
შემდეგ საქართველოს ჯარის შემადგენლობაში უცხოერი ქვედანაყოფებიც შედიოდა, კერძოდ დაპყრობილ ქვეყნებში შეგროვილი ჯარი, რომლებიც ძირითადად თავის ვასალურ მოვალეობას იხდიდნენ საქართველოს მეფის წინაშე და ბოლოს საქართველოს ჯარში ვხვდებით ასევე როქის სპასაც, ანუ დაქირავებულ მეომრებს (ალანებს, ანუ იგივე ოსებს, ყივღებს, რუსებს, კათოლიკე ფრანგებს, ანუ იგივე ევროპელ მეომრებს და თვით ვიკინგებსაც კი, რომელსაც საქართველოში ვანაგებს ეძახდნენ ბიზანტიური გავლენით). თითოეულ ამ ჯარის სახეობაში ვხდებით, როგორც საერთო სახეობის იუნიტებს, ასევე განსხვავებულ, ცალკეული ჯარის სახეობისთვის დამახასიათებელ იუნიტებსაც.
თამაშითვის შევეცადე ოპტიმალური სია გამეკეთებინა, რათა ყველა უნიკალური იუნიტი ყოფილიყო ერთიან ჯარში წარმოდგენილი, ზოგიერთი მეომარის გამოყვანა თამაშის რუქაზე მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას შეიძლება, მაგალითად მთიულების (Mtiulebi- Georgian Hillmean) გამოყვანა შეიძლება მხოლოდ კახეთის პროვინციაში, ქალაქ თელავში (თუკი ჩასვამენ ამ რეგიონს თამაშში), თუ არადა მაშინ საქართველოს დედაქალაქში (იქნება ეს თბილისი თუ ქუთაისი), მხოლოდ თამაშში თუ საქართველოთი თამშობს მოთამაშე და დაიპყრობს სხვა რეგიონს, არასაქართველოსას, იმ რეგიონში, მაგალითად პალესტინაში არ შეეძლება მთიულების გაწრთვნა ანუ გამოყვანა და ა.შ.
ამ სიის შესახებ მოგახსენებ, შენ თუ გახსოვს მე გავუგზავნე სია Bყზანტიუმ: თოტალ ჭარ-ში საქართველოს სამეფოსთვის, თითქმის იგივეა, აი ჩემი ვარიანტი, ინგლისური დასახელებებით, ფრჩხილებში მივანიშნებ თითოეული იუნიტის შეტევის და დაცვის მაჩვენებლებს:
I. ქვეითი ჯარი:
1. Lashqari - სახალხო ლაშქარი, ანუ სადაც გლეხებიც შედიან, ე.წ. მოხალისეები. (at. 5, def. 6)
2. Spearmen - მსუბუქი შუბოსნები, ტყავის ჯავშანი, მრგვალი ხის ფარი და შუბი (at. 7, def. 9)
3. Kartlian Pikeman - მძიმედ შეიარაღებული ქართლელი შუბისნები, ჯაჭვის აბჯარი, ჯაჭვის ჩაჩქანი (ქუდი), საშუალო ზომის ოვალური მეტალის ფარი და გრძელი შუბი, ახლო ბრძოლისთვის აქვთ ასევე დიდი ხანჯლებიც, იგივე მოკლე ხმალი (at. 10, def. 15). ეს მეომრები ძირითადად ქართლის სადროშოში (სადროშოში შედიოდა 1000 მეომარი, რომელსაც ხელმძხღვანელობდა სპასპეტი- Spaspeti) იკრიბებოდა ერისთავების მიერ მეფის ბრძანებით. დიციპლინირებული და გამძლე მეომრები, ძირითადად ფრონტალური ხაზის მებრძოლები იყვნენ, კარგი იყო როგორც კავალერიის, ასევე ზოგიერთი ქვეითი ჯარის მეომრების წინააღმდეგაც.
4. Georgian Wariors - ქართველი მეომრები (at. 11. def.19)
5. Metsikhovne ან Fort Guard, მეციხოვნენი, რეგულარური საგარნიზონო ქვეითი ჯარი, რომელიც შედგებოდა მსახურეული აზნაურებისგან (მენაპირე ჯარი) და მეფე დაპყრობილ ქალაქებში აყენებდა. რკინის ფილებიანი ჯავშანი, რკინის მუზარადი, მრგვალი ფარი, ხმალი და შუბი. მაღალი მორალი, კარგად დისციპლინირებული. ხმარობდნენ სასროლ შუბს, სანამ ხელცართულზე გადავიდოდნენ. (at. 12. def. 22)
5. Mtiul's - Georgian Hillmean, მთიულები, გამოყვანა შეიძლება მხოლოდ საქართველოში (რუქაზე მგონი საქართველო ორი საწყისი პროვინციისგან შედგება, ესაა ქართლი და აფხაზეთი), კერძოდ ქართლში. ხმალი, ჯაჭვის პერანგი და მუზარადი, მრგვალი პატარა ფარი, მშვილდი. გამოყვანა შეიძლება შედარებით მცირე რაოდენობით, გაიწვრთნება მხოლოდ მაშინ, თუ ქალაქში აშენებულია დიდი ლუდხანა. საუკეთესო, უნიკალური მეომრები, ხელჩართული ბრძოლის დიდოსტატები. ემორჩილებდნენ უშუალოდ მეფეს ბრძოლის დროს. (at. 19, def. 9).
II. კავალერია
1. Horse Archers - ცხენოსანი მშვილდოსნები (at. 6. def. 8, სროლა 9)
2. Horse Heavy Archers - მძიმე ცხენოსანი მშვილდოსნები (at. 9, def. 13, სროლა 12)
3. Kipchaks - ყივჩაღთა ლაშქარი, რეგულარული სამეფო ჯარი, ძირითადი მოვალეობა იყო ბრძოლაში შესუსტებულ მტერზე თავდასხმა და გაქცეული მტერის ჩეხვა. სწარაფი ცხენოსნები იყვნენ, მშილდი და ხმალი. (at. 14, def. 8, სროლა 14)
4. Aznaur's - აზნაურები, მსუბუქი კავალერია. ხმალი, ფარი, ტყავის ჯავშანი და ჯაჭვის მუზარადი (at. 10, def. 13.).
5. Eristav's - ერისთავები, ანუ Nobles, მძიმე კავალერია, ჯაჭვის პერანგი, რკინის მუზარადი, მეტალის ოვალური ფარი და გრძელი შუბი. (at. 12, def. 17)
6. Samefo Spa, ან Royal Cavalery, რეგულარული კარგად გაწვრთნილი და დისციპლინირებული მძიმე კავალერია, რომელსაც შეეძლო ერთნაირი წარმატებით მტრის ქვეითი ჯარის წყობაც გაერღვია გრძელი შუბების მეშვეობით და კავალერიაც გაენადგურებინა. ხმალი, შუბი, დიდი მეტალის ფარი, რკინის ჯავშანი და რკინის მუზარადი. (at. 14, def. 20).
7. General Guard, სარდლის ან იგივე მეფის პირადი მცველი გვარდია, რომლის მოვალეობაა სარდლის დაცვა. მძიმედ შეჭურვილი. (at. 12, def. 14), გაიწრთვნება მცირე რაოდენობით.
8. Rokis Spa, ანუ Vassals, ვასალური ჯარი დაპყრობილი ქვეყნებიდა, თამაშში გაიწვრთნება მაშინ, როცა საქართველო უცხო რეგიონს დაიწყრობს და შემოიერთებს, თანაც გამოყვანა შეიძლება მხოლოდ დაპყრობილ რეგიონებში და არა საქართველოში. მსუბუქად შეარაღებული მხედრობა, სარეზერვო ჯარები. ხმალი და მრგვალი ფარი, მსუბუქი ჯაჭვის ჯავშანით (at. 10, def, 12).
III. მსროლელი ქვედანაყოფები
1. Archers - მშვილდოსნები (at. 5, def. 7, სროლა 7)
2. Lazian's Archers - ლაზი მშვილდოსნები, მშვილდი და ხანჯალი (at. 7, def. 9, სროლა 12)
3. Fortnes Archers, მეციხოვნე მშვილდოსნები, გრძელი მშვილდი, ხანჯალი და პატარა მრგვალი ფარი, ჯაჭვის პერანგი და მუზარადი (at. 9, def. 11, სროლა 14)