მეგობრებო,
სასიხარულო ამბავი უნდა გამცნოთ, უცხოურ უდიდეს ფან-ფორუმზე გაიხსნა ჩვენი ქართული მოდის სპეციალური განყოფილება, რომელსაც ქვია Caucasia: Total War, აქ მოდერატორები ვართ მე, თქვენი მონა-მორჩილი ნიკით Tadzreuli და ბექა გოგინაშვილი ნიკით beka. ასე, რომ გვესტუმრეთ და ყველანაირი საისტორიო მასალა იქ დავბეჭდოთ, შემდეგ ამ მასალებს გადავცემთ სკინერებს, სკრიპტერებს (სპეც. პროგრამისტებია) და გაგვიკეთებენ ჩვენს ქართულ მოდს, რომელიც იმავე ფორუმზე აიტვირთება ადონის სახით და ვისაც სურვილი ექნება გადმოიწერს, დააყენებს ორიგინალურ ვერსიაზე MTW2-ზე და ისიამოვნებს ! თან მთელი მსოფლიო გაიცნობს ამ უბრალო თამაშით ჩვენს ისტორიას და ა.შ. .... უბრალო თამაში უწოდე და უამრავის ტვინებს ისე ააწყობს, როგორც ქართულ ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება.
აბა გელით ამ საიტზე:
http://www.twcenter.net/forums/forumdisplay.php?f=319ახლა გვჭირდება ინგლისურის მცოდნე ხალხი და არ მოაწყინოთ ქართული მოდის სეც.ფორუმი, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ !