წლის ბოლომდე არა ის, 2016-ის დასაწყისში გამოვა, რამდენიც არ უნდა იძახონ ამ წლის ბოლომდეო. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მაგათ არ დაეგვიანებინოთ, ქართველი ნორვეგიელები არიან.
"ვინ არის Lady Alvane?"
ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება, საგა იყოს ლედი ალვანე.
"April მოკვდა? - მოკვდა, დაკრძალეს და სავარაუდოდ ახლიდან დაიბადა(?)"
ეიპრილი მოკვდა (ჩასვით რაგნარ ტორნკვისტის მისამართით გინება), დაწვეს და თავიდან დაიბადა, როგორც საგა. საერთოდ, აქ მითოლოგიური სიმბოლიზმია გამოყენებული. ეიპრილის სიმბოლო არის ფენიქსი - ფრინველი, რომელიც ცეცხლში ამთავრებს სიცოცხლეს და თავიდან იბადება. პარალელები ასეთია:
1. ფენიქსის აღმოსავლური ვერსია, კერძოდ ჩინური, არის ბალანსის სიმბოლო, სამყაროს დუალიზმს გამოხატავს.
2. აღმოსავლური ფენიქსი, გარდა იმისა, რომ თავად არის ბალანსის განსახიერება, სხვა უფრო დიდი ბალანსის ნახევარიცაა. მეორე ნახევარი არის დრაკონი.
3. თეთრი დრაკონის რეინკარნაციის ციკლი ძალიან გავს ტრადიციული ფენიქსის რეინკარნაციის ციკლს
4. ეიპრილის ცხედარი ცეცხლში დაწვეს, რიტუალიდან ბოლო კადრი სანთლის ალია, აქედან გადადის საგას დაბადებაზე და იქაც პირველი კადრი არის სანთლის ალი.
5. არ ვიცი, თუ მიაქციე ყურადღება, საგას დედამისი კარებს რომ უღებს და ოთახში უშვებს, ეუბნება, ისევ ბუხარში არ შეძვრე თორემ ოთახს დაანაგვიანებო. ამ დროს ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს და ამას კიდია.

6. მაგ ოთახს თუ კარგად დაათვალიერებ, ერთ-ერთ სურათზე გამოსახულია ცეცხლის ალში გახვეული ფრინველი.
7. დრიმფოლში "ექვსი" კიანს მისიას რომ აძლევს, ერთ-ერთი ამბობს, რომ აჯანყებულების მეთაურის სისხლი როცა დაიღვრება, შემდეგ ცხოვრებაში დაიბადებაო. პერსონაჟები კი სინამდვილეში აზრზე არ არიან, მაგრამ შეიძლება დეველოპერებმა "ჩააგდეს" ეგ ინფო.
"Kian დაიჭირეს და ვერაფერი მოიმოქმედა? - დაიჭირეს და Friar's Keep-ში გამოამწყვდიეს"
ვერაფერი არა, უფრო არაფერი. ბრძანა ვაჟბატონმა, ჩემი ხალხის წინააღმდეგ ხმალს ვერ ავწევო. ტოჟე მნე სააკაძე.
"ვინ არის მათი ქალღმერთი?"
კარგი კითხვაა, ქალღმერთზე რამდენიმე პარალელი არსებობს:
1. აინგანა - ავსტრალიურ აბორიგენულ მითოლოგიაში სიკვდილის ქალღმერთი, ხელში უჭირავს ძაფები, თითოეული მიერთებულია თითო ცოცხალ არსებაზე. რომელსაც გაუშვებს, ის კვდება.
2. ბალანსის პირველი მცველი. პირველი მცველი ქალი იყო. მარკურიაში პირველად რომ ვხვდებით, ხალხში (ვინც ავანგარდის მომხრე არაა) ჩანს ძალიან დიდი პატივისცემა ზოგადად მცველის მიმართ, ღმერთის თუ არა, მფარველი ანგელოზის დონეზე მაინც ეთაყვანებიან. ადრიანი მცველობას ღვთაებად ყოფნას ადარებს. გარდა ამისა, გუშაგების ორდენის პირველი დამაარსებლები ექვსნი იყვნენ: ექვსი მაგი არკადიაში, ექვსი მეცნიერი სტარკში. აზადების იმპერია საერთოდ ძალიან იზოლირებული იყო და ძალიან ადვილად წავიდოდა რწმენა-ისტორიის ტრანსფორმაცია. სავარაუდოდ, პირველი მცველისადმი პატივისცემა მისი ღვთაების რანგში აყვანით დასრულდა, ექვსი გუშაგი ექვს მმართველად იქცა და ა.შ.
"ვინ არის Prophet?"
პირდაპირი მნიშვნელობით ბრაიან ვესტჰაუსი - ანუ 3დ მოდელი თავისი ტექსტურიანად იგივეა, ფაილები გავქექე.

"რა კავშირია სტარკში Dream ტექნოლოგიასა და არკადიაში Tower-ს შორის"
ჩემი თეორიით იგივეა, რასაც ორიგინალ სამყაროში აკეთებდნენ, სანამ სტარკად და არკადიად გაიხლიჩებოდა. ტობიასის თქმით მაგიისა და ტექნოლოგიის გამოყენებით ისეთი ძალა ჰქონდათ, რომ შეეძლოთ, ვარსკვლავები თავიანთ ნებაზე აეცეკვებინათ და სიცოცხლე შეექმნათ. ჩაფთერსში ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ამ სიზმრების მოპარვით რეალობის სახეცვლილება შეიძლება. კავშირი ისაა, რომ მაგია და ტექნოლოგია სხვადასხვა სამყაროებშია მოთავსებული, ასეთი ძალის მისაღებად ორივეში უნდა "იმუშავო".
"ვინ არის ენდინგში Reza რომლისაც Zoe-ს არ სჯერა?"
იგივე რეზაა, ოღონდ ტვინ-გამორეცხილი. ტყუპი გოგოები და კატა რომ იყვნენ, იმათნაირად. ახლაც ეგ რეზაა. ზოი სთორითაიმში ამბობს, რომ ზოგჯერ ისევ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რეზას ტყავი ვიღაც სხვას აცვია. დრიმფოლში პიტსი რასაც ამბობს, იქიდან ჩანს, რომ ამ თავისი ზომბები საშუალებით ხედავს, ესმის და ყნოსავს. პიტსი აღარაა, მაგრამ გილმორი არის.
"დაიბადა თუ არა April ახლიდან და რა დროში გამოჩნდება ზრდასრული Saga?"
ეიპრილზე უკვე დავწერე. საგა, როგორც ჩანს რამდენიმე წლის შუალედებით გამოჩნდება. შემდეგ ეპიზოდში წესით 7-8 წლისა მაინც უნდა იყოს. ნუ არტი რაც დადეს, მაგის მიხედვით ეგრეა.
"ვისი სული ელაპარაკებოდა Saga-ს? თეთრი დრაკონის?"
ნამდვილად თეთრი დრაკონის
"როგორ ცხოვრობს Lady Alvane სახლში სადაც Saga დაიბადა?"
როგორ და საგაა.

გაითვალისწინე, რომ ეს სახლი მდებარეობს განზომილებაში, რომელიც სტარკისა და არკადიის დროის ხაზზე არაა მიმაგრებული, დამოუკიდებელი დრო აქვს და იქიდან სტარკსა და არკადიას (და ალბათ სხვა სამყაროებს) სხვადასხვა დროში შეუძლია დაუკავშირდეს.
"არის თუ არა Magnus და April-ის მამა ერთი და იგივე პიროვნება?"
თუ იმ დეგენერატს გულისხმობ, TLJ-ში რომ იყო, არანაირად. გარეგნულად არ გვანან, მისტერ რაიანი ამერიკელი ფერმერია, მაგნუსი შოტლანდიური აქცენტით ლაპარაკობს. თან ეიპრილის მამა პათოლოგი იყო, მაგნუსი ნამეტანი უწყინარია.

მაგრამ 9იმის გათვალისწინებით, რომ საგა ეიპრილია, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მაგნუსი ეიპრილის მამაა.
"ვინ არის Queenie?"
ოოოოო... სანაძლეოს ვდებ, დრაკონებთან კავშირშია. აი რატომ: 1. ნავზე თუ ბორანზე თუ რაზეც შევხვდით, კადრში ძალიან გამოკვეთილად გამოაჩინეს დრაკონის ფიგურა. სადაც იჯდა, ნახევარი მწვანედ იყო განათებული, ნახევარი წითლად. უკან ფონზე ლურჯი ფერი ქონდა და თეთრი ხვლიკისმაგვარი ფორმის მცენარე ედგა - დრაიკ კინების ფერები. თანაც, ნამდვილი მფრინავი თეფში აქვს.
