monogamistკი ახალ მოდს ვაკეთებ. და მგონი ძალიან საინტერესო მოდიც გამოვა... ამ ზაფხულში მზად იქნება

ტოტალის სერიების თემაში ნახე ერთი ორი გვერდით წინ და მოკლე ინფორმაცია მიდევს. იუნიტების სახელები...
PS. რაღაცნაირი ფორუმია ეს, სურათები არ იდება, უნდა იწვალო რო რამე დადო თორემ ქართული იუნიტების მოდელებსაც გაჩვენებდით. ანუ უხეშად რომ ვთქვათ გაუფერადებელ იუნიტებს

ბარემ აქაც დავდებ იმას რაც ტოტალის თემაში დავდე

ამ ზაფხულში კიდევ ერთი მოდი გამოვა რომელშიც არის საქართველო. საინტერესო მოდია, ფოკუსირებულია წმინდა ომებზე და მისი რუკა ძალიან გავს ქინგდომსის ჯვაროსნების კამპანიის რუკას, თუმცა უფრო დახვეწილია რა თქმა უნდა.
ეს არის ის იუნიტების სია რომელთაც ჩასვამენ მოდში რომელიც ამ ზაფხულს გამოვა. სახელად ამ მოდს ქვია L'Outremer. უკვე დიდი ხანია ამ მოდზე ვმუშაობ
კავალერია:
მონასპა შუბოსნები
მონასპა მოისრები
ტაძრეულთა კავალერია (ხმლით და შუბით)
აზნაურთა კავალერია (ხმლით და შუბით)
სამეფოის სპა (ხმლით და შუბით)
ყივჩაღი მოისრები
ქვეითები:
ჩუხჩები ხმლებით (სწორი ხმლებით)
მონასპა ხმლებით
აზნაურები ხმლებით
თოროსანი ნაჯახიანები (ორპირა და ცალპირა ნაჯახებით)
ხევსურები
მეციხოვნე შუბოსნები
ქართლელი შუბოსნები
მოისრები:
მონასპა
მეციხოვნე
სვანი
პს. ჩუხჩები წაკითხული მქონდა კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელში", ეს ინფორმაცია გადავამოწმე და დადასტურდა. ესენი იყვნენ სპასალარის პირად დაქვემდებარებაში. მოკლედ ამ თამაშში სპეცრაზმის ვარიანტია, მონასპაზე ძლიერიც იქნება. უნიკალურ იუნიტად ჩაისმება, ყოველ შემთხვევაში ჩანაფიქრში ასეა ძალიან ძლიერები უნდა იყვნენ.
ამ მოდში არ იქნება არანაირი ოვალური და ნორმანდიული სტილის ფარები. ყველა ფარი მრგვალი იქნება. ფერებიც შეიძღუდება. მუსიკაც ჩაისმება ქართული (ხორუმი და კიდევ რამდენიმე), დროშები გვექნება საინტერესო. ჯერ არ გაკეტებულა მაგრამ ვნახოთ. უფრო მრავალფეროვანი იქნება. ხუთჯვრიანი დროშა ამოვიღე საეროდ რადგან არ შეესაბამება სიმართლეს ის ვარაუდი თითქოს მაგ დროს ეგეთი დროშები გვქონდა. მოკლედ ვეცადე BC-ს ანალოგი არ ყოფილიყო და რამე სხვა შემომეთავაზებინა. ვნახოთ რა გამოვა. გამოსვლისთანავე გავხსნი აქ თემას
This post has been edited by Takverelly on 25 Feb 2010, 11:18