Takverelly
1. ეხლა რა ხდება... ბიჩებო მე მესმის თქვენი და გასაგებია თქვენი აზრები. საიდან სომხებს ასეთი მაგარი იუნიტებიო(თუნდაც ამას იტყვით) მაგრამ იქ ეგრე არ ხდება... მე იქ ერთი ცარ და სომეხი შეიძლება ათი იყოს. (მე სომხებზე გართულება კი არ მაქვს) უბრალოდ ისინი მუშაობენ და ჩვენ ვერა. ტაძრეული აკეთებდა მანდ მარტო ყველაფერს და ეხლა მე ვჩალიშობ. იცით რა რუკა დამიდეს? ბს 3-ის რუკა დამიდეს და სამხრეთ საზვარი საქართველოსი დღევანდელ საზღვარს მოუყვება, უბრალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთით დვინი გვაქვს. მე ვუთხარი კარსის რეგიონი ჩვენ მოგვეცით თქო აქ ოდითგანვე ქართველები ცხოვრობდნენო მაგრამ ვიღაც სომეხს უკვე ნამუშევარი ქონდა მაგ საკითხზე და იქ მთავარი ვინც არის იმან მითხრა რომ ყარსი სომხების იყო და ეგ რეგიონი არ უნდა იყოს საქართველოში თავიდანვეო... სომეხმა კი არ მოიტყუა, ყარსი მართლა სომხების იყო მაგრამ ყარსის აღმოსავლეთი და იქ ძალიან დიდი მიწები სულ ჩვენი იყო (რუკებიც დავუყარე), უბრალოდ მანდ პრობლემა ისაა რომ ყარსის რეგიონი დიდია და მთელ ტაოკლარჯეთს მოიცავს, არადა სინამდვილეში ყარსი თითქმის საზღვარზე იყო... ვნახოთ რას იზამენ...
არ გეწყინოს მაგრამ საქართველოს ისტორიის წიგნებში საქართველოს საზღვრები მოცემულია სათანადო წერილობითი წყაროებით. - ქართული, სომხური, არაბული-სპარსული, ბიზანტიური. მეტი ეხლა რაღა უნდათ. (მუსხელიშვილი ნახე)
2. იცით რისი ბრალია სხვა ქვეყნებს რომ უფრო მძიმე ჯარები ყავთ? იმის, რომ არ ქონდათ და მაინც ხატავდნენ ოდითგანვე მეომრებს მძიმე აბჯრებში... ჩვენ რამე ნორმალური სურათებიც არ გვაქვს. სურათების ძებნაში დიდი დრო მეხარჯება და რაც კი სურათია ქართველზე მგონი ყველა მაქვს... მაგრამ ძალიან ცოტაა... ძალიან... სად გიდევს მძიმედ შეჭურვილის ნახატი? საიდან ვანახო? ჟაჭვების მეტი არაფერი გვაქვს...
ეგ ჩვენი დიდი მინუსია. მაგრამ ერთია ვიღაცის ფანტაზიები და მეორე ისტორიული რეალობა წყაროები მოითხოვე თითო სურათის დამამატკიცებელი. (როგორიცაა სხვა და სხვა გამოსახულება, წერილობითი დოკუმენტები, არქეოლოგიური მასალა...)
3. რაჯპუტებს რაც შეეხება რათქმაუნდა მაქვს....
4. ისე არ ხდება როგორც გგონიათ. ქართველები მაგრები ვიყავითო... ვინ იყვნენ მაგრები? იქ რეგულარული ჯარების სახეობები ქონდათ ოხრად. ჩვენ კიდე მონასპის მეტი არაფერი გვყავს. უმტკიცე ეხლა იმას რომ ჩვდენი გლეხი ათ თათარ გლეხს ჯობდა... ვინ დაგიჯერებს?
მონასპის გარდა ტაძრეულებიც იყვნენ...
მონასპა წყაროებით=5000 მეომარი
ტაძრეულები წყაროებით=1500 კაცი
მეტი რაღა გინდა ...

ამაზე მეტი რეგული ვის ყავდა ერთი...
ისე რო იცოდე მაშინ რეგულარული ჯარები არავის ყავდა...
თუ მუსლიმურ წყაროებს გადახედავ ისინი ძირითადად ღულამებით ან ასკარებით იბრძოდნენ + ადგილობრივი მილიცია (დაბალი ხარისხი ჯარები- იგივე "აპალჩენია")
მაშინ ჯარები საშულოდ 5000-30000 იყო ხოლო 50000 ან ზევით ძალზედ იშვიათი. თანაც განა ყველა მეომარი იყო ხარისხიანი-მხოლოდ ბირთვი რამდენიმე ათასი კაცი....
5. საქრთველო სამწუხაროდ სუსტად იწყებს სტარტს არადა ისტორიულად მდიდარი და ძლიერი ვიყავით წინა აზიია ხუთეულში - გადაჭარბების გარეშე...
შენ დაგჭირდება აუცილებლად თარგმნო ეს:
სოსო მარღიშვილი-მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. კერძოდ თავი=შეიარაღება, მეომრები, არმია და ბრძოლის წარმოების მეთოდები. მარღიშვილთან წერია რომ ცხენის ჯავშანი შეიძლება ნაკლებად იყო გავრცელებული მაგრამ შენ მიაწექი იყოოო
ეგ სირები გეტყვიან რომ დევიდ ნიკოლის მიხედვით ქართული ჯარი მსუბუქი იყოო მაგრამ არ დაეთანხმო. წყაროები მარღიშვილი აუცილებლად.
აბა შენ იცი როგორ გვასახელებ....
სამწუხაროდ მე ინგლისური არ ვიცი....
This post has been edited by Bodzali on 11 Mar 2010, 00:30